ჯენიფერ ლოპესი ქმრისგან ძალიან შორს, ამალფის სანაპიროზე დააფიქსირეს, სადაც განცხრომაში ატარებს დროს და ქმრის არყოფნით გამოწვეული სევდა ნამდვილად არ ეტყობა.
"განქორწინებას ყოველთვის მოვასწრებ, ახლა კი შვებულების დროაო" - ასე გადაწყვიტა ჯენიფერ ლოპესმა და ამერიკიდან იტალიაში ბილეთები დაჯავშნა. გვერდს მას მას არა საყვარელი ქმარი, არამედ თანაშემწეების ჯგუფი უმშვენებდა.
შეგახსენებთ, რომ ბოლო თვეებში ყველა ვარსკვლავური ქორწინების კრიზისზე საუბრობს. წყვილი დიდი ხანია ერთად არ ცხოვრობს. ოჯახთან დაახლოებული წყაროები აცხადებენ, რომ ეს განსხვავებული სამუშაო გრაფიკის გამო ხდება. თუმცა, უფრო ახლოს მყოფი ინსაიდერები ამტკიცებენ: ჯენიფერმა ყველაფერი გააკეთა ბენთან ურთიერთობის გადასარჩენად, მაგრამ რაც მეტს ცდილობს, საქმე უარესად მიდისო.
PageSix წერს, რომ ჯეი ლო კურორტ პოზიტანოში - კლდის პირა სასტუმროში დააფიქსირეს, ხმელთაშუა ზღვის განსაცვიფრებელ ხედებს შორის. მსუბუქი საუზმის შემდეგ მომღერალი იახტით გაემგზავრა. პაპარაცებმა ვარსკვლავის გადაღება მაშინ მოასწრეს, როდესაც ის ყვითელ ტოპსა და შორტში ირუჯებოდა. საოცარია, რომ სანაპიროზე დასასვენებლადაც კი ჯენიფერი ქუსლიან ფეხსაცმელს ირჩევს.
წყაროებმა, რომლებმაც ვარსკვლავი პიდადა ნახეს, აღნიშნეს, რომ ის შესანიშნავ განწყობაზე იყო და მონატრების ტანჯვა ნამდვილად არ ეტყობოდა. ეს გასაკვირი არ არის, იმის გათვალისწინებით, თუ რამდენი პრობლემა დაგროვდა მომღერალს სახლში, ლოპესმა საკუთარ თავს უფლება მისცა ამოისუნთქა და ცოტა ხნით მაინც დაევიწყებინა სირთულეები.
შეგახსენებთ, რომ ვარსკვლავური წყვილი სახლს 65 მილიონ დოლარად ყიდის. ბევრი თვლის, რომ მას შემდეგ, რაც ლოპესი და აფლეკი ფულს აიღებენ, განქორწინებას აღარ გადადებენ. DailyMail ზოგადად წერს, რომ მეუღლეებმა შესაძლოა ცუდი ამბავი 4 ივლისამდე შეატყობინონ.
მართალია, ყველს ჰგონია, რომ სელებრითების ქორწინებაში პრობლემები ბენის რთული ხასიათის გამო გაჩნდა, ფსიქოლოგები საპირისპიროს ამბობენ. ექსპერტების აზრით, ჯენიფერს უჩვეულო ქცევა ახასიათებს - მამაკაცებთან ურთიერთობის გაწყვეტის შემდეგ, არასოდეს აძლევს თავს მარტო დარჩენის საშუალებას. თუ გადავხედავთ მის ბიოგრაფიას, ჯეილო მუდმივად ურთიერთობიდან ურთიერთობაზე პაუზის გარეშე გადადის.
ექსპერტები ამბობენ, რომ დაშორების შემდეგ დროებით „მარტო დარჩენა“ აუცილებელია, რათა გადააფასო, რა მოხდა არასწორად და სხვა დროისთვის შეცდომა არ გაიმეორო. იქნებ ჯენიფერ ლოპესმა ამჯერად მაინც შეძლოს პრობლემის თავის თავში პოვნაო.