"მიღალატა ქალთან, რომელიც სხვისგან იყო ფეხმძიმედ, მამუკა უშვილო იყო... მის რო­მა­ნებ­ზე თა­ნახ­მა ვი­ყა­ვი, მაგრამ ბინიდან ჩემი ამოწერა უნდოდათ" - მსახიობი მძიმე დღეებზე - მშობლები

"მიღალატა ქალთან, რომელიც სხვისგან იყო ფეხმძიმედ, მამუკა უშვილო იყო... მის რო­მა­ნებ­ზე თა­ნახ­მა ვი­ყა­ვი, მაგრამ ბინიდან ჩემი ამოწერა უნდოდათ" - მსახიობი მძიმე დღეებზე

2024-06-21 13:19:27+04:00
ნინო კობერიძეგადაცემა "ნიკოლოზის კითხვებს" სტუმრობდა. მსახიობმა კიდევ ერთხელ გაიხსენამამუკა კიკალეიშვილთან ცხრაწლიანი ქორწინების დეტალები, რომელიც ტრაგიკული მოვლენებით იყო სავსე.

მამუკა და ნინო თეატრალურ უნივერსიტეტში კურსელები იყვნენ. სწორედ იქ შედგა მათი პირველი შეხვედრა

- თავიდანვე დავინტერესდი, ისეთი საინტერესო ეტიუდები გააკეთა ამ მსუქანმა ბიჭმა, მერე ისეთი იუმორის გრძნობა ჰქონდა, რომ მომხიბლა. სუფრასთან ვისხედით ჯგუფელთან ერთად და რაღაცას ძალიან კარგად ოხუნჯობდა და ვაკოცე. გამიყვანა, მოიხურა კარები და მაგრად მაკოცა.

მეორე დღეს არც ვუყურებდი, ძალიან შერცხვენილი ვიყავი, მერე გამომიტყდა სიყვარულში. ყველაფერი იყო, ხელის თხოვნა, ქორწილი. დედა მაინც და მაინც არ იყო კმაყოფილი, არ მოსწონდა გარეგნულად. სიძე რომ გახდა, როგორც ნამდვილ სიძეს ისე მოექცა. საქორწილო სამეული უყიდა, რომელიც ძალიან ძვირი ღირდა, ამის გამო ვალის აღებამ მოუწია.

ეჭვიანი არასოდეს ვყოფილვარ, მიხაროდა რომ მოსწონდათ. მის რომანებზეც თანახმა ვიყავი, შეგუებული ვიყავი, ასეთი უცნაური რამე მჭირდა. დედური დამოკიდებულება მქონდა მის მიმართ, რაღაც კომპლექსები ჰქონდა და მოიშოროს-მეთქი, ვფიქრობდი.

ვიცოდი კონკრეტული ფაქტის შესახებ, თავად არ უთქვამს, მაგრამ მითხრეს, ეს მამუკასთან არ შემიმჩნევია. ღალატად არ ჩავუთვალე, წავიდეს, გაიხაროს-მეთქი. ეს სიყვარულს ახუნებს... ცხრა წელი ვიცხოვრეთ ერთად, შვილი არ გვყოლია, მამუკა უშვილო იყო.

ფილმის გადაღების დროს, მხატვართან მიღალატა, რომელიც სხვა კაცისგან იყო ფეხმძიმედ და კაცის ეგოიზმი ხომ იცით, მან იცოდა რომ უშვილო იყო და ამ ქალის მოყვანით, რომელსაც შვილი გაუჩნდებოდა თავის კომპლექსს იხსნიდა. რომ გააჩენდა ეს ბავშვი ვითომ მისი შვილი იყო.

ძალიან დეპრესიული პერიოდი მქონდა, იმ გოგოს ვიცნობდი მანამდე, სახლში მოდიოდა ჩვენთან, ვმასპინძლობდი, ვეფერებოდი. ამის შემდეგ მამუკას სახლიდან წამოვედი.

ძალიან მებრძოდნენ, მამუკას ჩემი ბინიდან ამოწერა უნდოდათ. მეგობარმა მითხრა, ახლა დაიწყე ბრძოლა, დეპრესიის დრო არ არისო. ძალიან კარგი ადვოკატი ავიყვანე და ეს ბრძოლა მოვიგე... ვისთანაც მიღალატა, ვინც ფეხმძიმედ იყო, ის ბავშვი არ გაჩნდა, ვისი იმედიც ჰქონდა. ღმერთი ზოგჯერ ასე ერევა. შემდეგ აიყვანეს შვილი და ის ქალიც მიატოვა.

განაგრძეთ კითხვა და იხილეთ ვიდეო