Webster University Georgia 8-16 ივლისს ინგლისურენოვან სოციალურ მეცნიერებათა საზაფხულო სკოლას “Your Journey for Tomorrow - Summer Exploration in Social Sciences” აწყობს. სკოლა განკუთვნილია მათთვის, ვინც უკვე დაასრულა მე-11 კლასი და აბიტურიენტობისთვის ემზადება. ინტერაქტიური სესიები გაიმართება შემდეგი მიმართულებით:
- ბიზნესის ადმინისტრირება,
- საერთაშორისო ურთიერთობები
- ფსიქოლოგია.
სესიებზე მონაწილეები გაეცნობიან მოცემული დარგების სპეციფიკას. მახასიათებლებს, ასევე განიხილავენ დაგში არსებულ ტენდენციებს და თანამედროვე გამოწვევებს. სესიებს შორის კი მონაწილეებისთვის სახალისო აქტივობები იგეგმება.
Webster University Georgia-ს საზაფხულო სკოლის სპიკერები იქნებიან:
- ნინო ქვარიანი - ფსიქოლოგიის მაგისტრი, ფსიქოკონსულტანტი, საკონსულტაციო კომპანია „საფეხურის“და “საქართველოს ფსიქოსინთეზის ინტიტუტის“ დამფუძნებელი, 26 წლიანი აკადემიური საქმიანობის გამოცდილებით.
- მელიქ ალკანი - საერთაშორისო ურთიერთობებისა და პოლიტიკის მეცნიერებათა მაგისტრი, საერთაშორისო ურთიერთობების შესახებ სწავლებისა და არასამთავრობო ორგანიზაციებში მუშაობის 10 წლიანი გამოცდილებით; ის ასწავლის ვებსტერის უნივერსიტეტის საქართველოს კამპუსში მულტიკულტურიზმის, შედარებითი პოლიტიკისა და პოლიტიკური თეორიების მიმართულები. ბ-ნ ალკანს გამოქვეყნებული აქვს რამდენიმე სამეცნიერო სტატია საერთაშორისო სამეცნიერო ჟურნალებში.
- არიან მატინი - ბიზნეს ადმინისტრირების დოქტორი, ედინბურგის ბიზნეს სკოლის, Heriot-Watt და USCI უნივერსიტეტების მაგისტრი მარკეტინგისა და ფინასების მიმართულებებით. მისი კვლევითი ინტერესებია მდგრადი განვითარება, მომხმარებელთა ქცევა და ციფრული მარკეტინგი. მას აქვს სხვადასხვა ბიზნეს სტრუქტურებში მუშაობისა და ლექტორობის 10 წლიანი გამოცდილება.
საზაფხულო სკოლა სრულად დაფინანსებულია Webster University Georgia-ს მიერ. მასში მონაწილეობისთვის საჭიროა მსურველები დარეგისტრირდნენ მითითებულ ბმულზე და გამოგზავნოთ სამოტივაციო წერილი ინგლისურ ენაზე შემდეგ ელ-ფოსტაზე. Tbilisiadmissions@webster.edu. რეგისტრაციის ბოლო ვადა 30 ივნისია.
R