ქუთაისში გამართულმა ქორწილმა ევროპული მედიაც აალაპარაკა. პატარძალი მაკო ყაველაშვილია, რომელმაც "დღის პოსტში" ქორწილი დეტალებზე ისაუბრა.
"ამბობენ, საბანკეტოდ გამოწყობილი დადისო. მე სულ ასე დავდივარ, რადგან ასევ ვგრძნობ თავს თავდაჯერებულად. მეტ საქმეს ვაკეთებ, როცა ასე გამოვიყურები. შინაგანად სულ წითელ ხალიჩაზე ვარ. ასეთი დავიბადე, შეჯიბრი არავისთვის მომიწყვია. კაბებს სულ ჩემი დიზაინით ვიკერავ, ეს კაბაც ჩემი დიზაინითაა შექმნილი. ეს ქორწილი მართლაც გრანდიოზული უნდა ყოფილიყო, რომ განსხვავებული გამოსულიყო ჩემი ყოველდღიურობისგან. ჩემი მიზანი ჩემი ბავშვობის ოცნების ახდენა იყო, რომ ვყოფილიყავი დედოფალი და თავი პრინცესად მეგრძნო. ამხელა გამოხმაურებას ნამდვილად არ ველოდი" - ამბობს მაკო ყაველაშვილი.
რაც შეეხება ქორწილის ხარჯებს, "150 ათასი დავთვალეთ. მაგრამ ამისთვის ყველანი მზად ვიყავით. ჩემთვის მთავარი იყო, ყველაფერი ყოფილიყო ლამაზი. არ მიყვარს დაყრილი საჭმელი, როცა ამდენი გაჭირვებულია ქვეყანაში. მინდოდა ლამაზად ყოფილიყო. ტორტი იყო დაახლოებით, ათი ათასი ლარის და ალბათ მთელს ქუთაისში დავარიგე ისე, რომ ერთი ლუკმაც არ გადაყრილიყო. პირველად ადრეულ ასაკში დავოჯახდი, 16 წლის ვიყავი და არც კი ვიცოდი, რა უნდა მეკეთებინა. მხოლოდ ის ვიცოდი, რომ სწავლა მინდოდა. ეს ჩემი მეორე ოჯახია და ახლა სულ სხვანაირად ვარ. სულ ოჯახისკენ მომიწევს გული. მიყვარს მაგიდის გაშლა, გაფორმება. დედამთილი მეხმარება ამ ყველაფერში" - ამბობს მაკო ყაველაშვილი