სალომე კაპანაძე პლასტიკური ქირურგიის მსხვერპლი გახდა - "ვიჯექი და ვბღაოდი ბოლო ხმაზე... თითქოს საცდელი ვირთხა ვიყავი" - მშობლები

სალომე კაპანაძე პლასტიკური ქირურგიის მსხვერპლი გახდა - "ვიჯექი და ვბღაოდი ბოლო ხმაზე... თითქოს საცდელი ვირთხა ვიყავი"

2024-06-24 09:14:33+04:00
სალომე კაპანაძე, რომელსაც საზოგადოება პროექტ "პრაიმ ჰაუსიდან" იცნობს, პლასტიკურ ქირურგს - ზურაბ კეკელიას უჩივის, რადგან თვეები გავიდა ოპერაციიდან და მისი მკერდი, ნაკერები, ნაწიბურები კვლავ ცუდ მდგომარეობაშია. გართულებები ოპერაციიდან მალევე დაიწყო, ნაკერები გაიხსნა და სალომეს ხელმეორე ქირურგიული ჩარევა დასჭირდა. სალომე ამბობს, რომ პლასტიკური ქირურგიის მსხვერპლი გახდა. "მინდოდა, უფრო ლამაზი ვყოფილიყავი, რეალურად კი დამამახინჯა..." - ამბობს სალომე "რუსთავი 2"-თან საუბრისას.