რამდენად კარგად გახსოვთ სასკოლო პროგრამა? - ტესტი, რომელიც თქვენს ზოგად განათლებას შეამოწმებს - მშობლები

რამდენად კარგად გახსოვთ სასკოლო პროგრამა? - ტესტი, რომელიც თქვენს ზოგად განათლებას შეამოწმებს

2024-06-24 12:17:35+04:00

ჩამოთვლილ საკითხებს, ალბათ, სკოლაში, სხვადასხვა კლასში გაეცნობოდით. ეს ტესტი შეამოწმებს, რამდენად კარგად გახსოვთ სასკოლო პროგრამა და როგორია თქვენი ზოგადი განათლება:

1. რით იყო სავსე მსოფლიოში პირველი საჰაერო ბუშტი?

  • აზოტით
  • ცხელი ჰაერით
  • ჰელიუმით

2. რა ენაზე საუბრობს ბრაზილიის მოსახლეობის უმრავლესობა?

  • ბრაზილიურად
  • პორტუგალიურად
  • ესპანურად

3. ჩამოთვლილთაგან რომელი არ არის მინერალი?

  • ბრინჯაო
  • ქვიშა
  • მარმარილო

4. რომელი კუთხის ტრადიციული კერძია თაშმიჯაბი?

  • სამეგრელოს
  • სვანეთის
  • რაჭის

5. საქართველოს რომელ კუთხეშია ნიკორწმინდის ტაძარი?

  • რაჭაში
  • კახეთში
  • სამეგრელოში

6. რომელ წელს დაიწყო პირველი მსოფლიო ომი?

  • 1914 წელს
  • 1918 წელს
  • 1939 წელს

7. ვის ეკუთვნის ნაწარმოები "ირინეს ბედნიერება"?

  • ლავრენტი არდაზიანს
  • დავით კლდიაშვილს
  • ჯემალ ქარჩხაძეს

8. რომელია მსოფლიოს ყველაზე დიდი მდინარე წყალუხვობითა და აუზის ფართობით?

  • ნილოსი
  • ამაზონი
  • მისისიპი

9. როგორია დედამიწაზე წყლისა და მიწის თანაფარდობა?

  • 71% წყალი, 29% მიწა
  • 81% წყალი, 19% მიწა
  • 61% წყალი, 39% მიწა

10. რომელი ქვეყნის მოსახლეობის ტრადიციული სამოსია - სარი?

  • იაპონიის
  • ინდოეთის
  • ტაილანდის

სწორი პასუხები:

  1. 1783 წლის 5 ივნისს ძმებმა მონგოლფიერებმა პირველად გაუშვეს საჰაერო ბურთი. ის 35 დიამეტრის იყო და ჩანთას ჰგავდა, რომელიც ცხელი ჰაერით იყო სავსე. საჰაერო ბუშტმა მხოლოდ 10 წუთი იფრინა.
  2. ბრაზილიის ოფიციალური ენა პორტუგალიურია
  3. ბრინჯაო
  4. სვანეთის
  5. რაჭაში
  6. 1914 წელს
  7. დავით კლდიაშვილს
  8. ამაზონი
  9. 71% წყალი, 29% მიწა
  10. ინდოეთის
თუ კარგი ზოგადი განათლება გაქვთ, მარტივად შეძლებთ შეკითხვებზე პასუხების გაცემას - ტესტი ერუდიციაზე
ტესტი, რომელიც თქვენს ერუდიციას შეამოწმებს - ათივე შეკითხვაზე სწორ პასუხს მხოლოდ ის ადამიანები აფიქსირებენ, რომელთა IQ 150-ზე მაღალია
მარტივი ტესტი, რომელიც შეამოწმებს, რამდენად კარგად იცით მსოფლიოს გეოგრაფია
ეს ტესტი თქვენს ზოგად განათლებას შეამოწმებს - 10 შეკითხვიდან უმეტესობას სწორად უნდა გასცეთ პასუხი
ძალიან ცოტა თუ მოახერხებს, 10 წამში სურათზე დამალული ყველა ცხოველი იპოვოს - ტესტი