ჯასტინ ბიბერის მეუღლე, მოდელი ჰეილი როუდ ბიბერი ფეხმძიმედაა და ბოლო პერიოდში, განსაკუთრებულად თამამი ლუქებით ჩნდება საზოგადოებაში. ბოლო გამოსვლა ყველაზე თამამი იყო - ორსულ ჰეილის მთლიანად გამჭვირვალე, გიპიურის კომბინეზონი ეცვა შიშველ სხეულზე.
ჯასტინი და ჰეილი ნიუ-იორკის ერთ-ერთ კაფეში ვახშამზე მიდიოდნენ, როცა პაპარაცებმა ფოტოები გადაუღეს. შემდეგ კი ეს ფოტოები სოციალურ ქსელში განხილვს საგნად იქცა და ბევრი აღაშფოთა. საზოგადოების ნაწილმა ჰეილი ბიანკა ცენზორის მიამსგავსა, რომლის ეპატაჟური გამოსვლები საყოველთაოდ ცნობილია. გარდა ამისა, ბევრმა აღნიშნა, რომ ჰეილის ლუქი საერთოდ არ შეესაბამებოდა მისი ქმრის უჩვეულო ჩაცმულობას.