პროდუქტები, რომლებიც წლამდე ასაკის ბავშვს არ უნდა გაასინჯოთ - მშობლები

პროდუქტები, რომლებიც წლამდე ასაკის ბავშვს არ უნდა გაასინჯოთ

2014-06-13 18:45:50+04:00

წლამდე ბავშვს მაკარონს არ ვთავაზობთ წარმოდგენილი პროდუქტების ჩამონათვალი ნებისმიერ ოჯახში ყოველდღიური მენიუს ნაწილია. ახალგაზრდა დედები ხშირად ამ პროდუქტებს პატარებსაც სთავაზობენ, რადგან ჰგონიათ, რომ რაც უფრო ადრე შეეჩვევა ჩვილის ორგანიზმი მოზრდილების საკვებს, მით უფრო გაუადვილდება მომავალში მათი მიღება. ვნახოთ, ღირს თუ არა ამ პროდუქტებზე თამამი ექსპერიმენტების ჩატარება.

სოკო

3 წლამდე ბავშვის მენიუში სოკოს შეტანას პედიატრები ეწინააღმდეგებიან (ზოგიერთი სპეციალისტის აზრით კი, 12 წლამდე მოზარდებისთვისაც კი არ არის რეკომენდებული სოკოს მიღება). სოკოს შემადგენელი ბოჭკო - ჰიტინი, განსაკუთრებით რთულად მოსანელებელია. ჰიტინი ხელს უშლის საკვები ნივთიერებების შეთვისებას, აღიზიანებს კუჭის ლორწოვან გარსს.

თხილი და ნიგოზი

არა მხოლოდ ჩვილის, 3 წლამდე ბავშვის ორგანიზმიც ძნელად ითვისებს. თან ალერგიულია.

უმი ტკბილი წიწაკა

უმი სახით 1,5 წლამდე გასინჯვა არ ღირს, რადგან დიდი რაოდენობით ეთერზეთებს და უჯრედისს შეიცავს.

ბადრიჯანი

2 წლამდე არ არის რეკომენდებული, დიდი ოდენობით უჯრედისისა და ალერგიულობის გამო.

უმი ჭარხალი

უმი სახით წლამდე ასაკისთვის მიზანშეწონილი არაა, ნივთიერება პექტინის შემცველობის გამო, რომელიც საკმაოდ აქტიურია ორგანიზმში მოხვედისას. მოხარშული ჭარხალი კი 10 თვიდანაც შეგიძლიათ შესთავაზოთ პატარას.

პარკოსნები

1,5 წლამდე სასურველი არაა, რადგან ნაწლავებში აირების დაგროვებას იწვევს.

კიტრი

წლამდე ასაკის ბავშვისთვის ძნელად შეითვისება, სასარგებლო თვისებები ნაკლებად აქვს, თან აირების დაგროვებას უწყობს ხელს.

ყვავილოვანი კომბოსტო

არ გამოიყენოთ ჩვილი ბავშვის კვებაში, ახასიათებს ძლიერი აირდამგროვებელი ზემოქმედება.

პომიდორი და ტომატი

ალერგიულია და ძნელად შეითვისება წლამდე ბავშვის ორგანიზმის მიერ.

ბოლოკი

ჩვილის კუჭისთვის რთულად მოსანელებელია, აგროვებს აირებს.

ყველი

ყველი შეიცავს А, В, РР ვიტამინებს, ფოსფორსა და რძემჟავა ბაქტერიებს. საშუალო ცხიმიანობის უმარილო ყველი ერთი წლიდანაა რეკომენდებული. მაღაზიებში 10%-იანი და 17%-იანი ცხიმის შემცველობის ყველიც იყიდება, რაც იდეალურია ადრეული ასაკის ბავშვისთვის. ყველის სადღეღამისო ნორმა 3 გრამია, კვირის ნორმა - 21 გრამი.

მაკარონი

წლამდე ბავშვს მაკარონს არ ვთავაზობთ, რადგან ფქვილის გადამამუშავებელი ფერმენტები აქტიურად ორგანიზმში ერთი წლის შემდეგ გამომუშავდება. ერთი წლის შემდეგ მაკარონის, როგორც სრულფასოვანი კერძის მიღება, კვირაში 2-ჯერ მეტად არ არის სასურველი. იმ დღით ბავშვს ფაფა აღარ უნდა მისცეთ.

ბულიონი

წლამდე ადრე მისი ჭამა ბავშვისთვის საშიშია, მით უმეტეს, თუ მაცივარში კვირაზე მეტ ხანს ინახებოდა ხორცი. ბულიონის "საშიშროება" ისაა, რომ უსწრაფესად შეითვისება და სწრაფად ხვდება თორმეტგოჯა ნაწლავში. მასში შემავალი ყველა ნივთიერება, მათ შორის არასასარგებლო, წვრილ ნაწლავში ხვდება. მარტივად რომ ვთქვათ, შეიძლება ბავშვი მოწამლოს. თუ მაინც ფიქრობთ, რომ ბულიონი სასარგებლოა ამ ასაკშიც, მაშინ აუცილებლად დაიცავით წესები - ხორცი აუცილებლად სანდო და ახალი უნდა იყოს, სასურველია - ხბოსი ან წიწილის, და პირველი ნახარშიც აუცილებლად უნდა გადააქციოთ. ასევე, ქათმის ან ხბოს ნახარში ბულიონის რაოდენობა არ უნდა იყოს 40-50 მლ-ზე მეტი, დანარჩენი სითხე კი უნდა იყოს ბოსტნეულის ნახარში, ისიც 9–10 თვიდან - 1 წლიდან.