56 წლის სელინ დიონი, რომელიც მძიმე დაავადებას ებრძვის, შემზარავ ვიდეოს აზიარებს : "სამედიცინო პერსონალი ცდილობს, შეამსუბუქოს მისი კუნთების ტკივილი" - მშობლები

56 წლის სელინ დიონი, რომელიც მძიმე დაავადებას ებრძვის, შემზარავ ვიდეოს აზიარებს : "სამედიცინო პერსონალი ცდილობს, შეამსუბუქოს მისი კუნთების ტკივილი"

2024-06-26 11:40:32+04:00

სელინ დიონის შესახებ მალე ახალი დოკუმენტური ფილმი გამოვა, თუმცა პრემიერამდე რამდენიმე კადრი ინტერნეტში უკვე გავრცელდა. როგორც ცნობილი, ლეგენდარული მომღერალი ფილმში დაავადებასთან ბრძოლაზე ისაუბრებს.

  • ვიდეოებში კარგად ჩანს, თუ როგორ ცდილობს სამედიცინო პერსონალი შეამსუბუქოს მისი კუნთების მტკივნეული სპაზმები.

ორი წლის წინ ცნობილი გახდა, რომ სელინს განუკურნებელი დაავადების დიაგნოზი დაუსვეს. ცოტა ხნის წინ მომღერალმა დოკუმენტურ ფილმში "I: Celine Dion" დაავადებასთან ბრძოლაზე ისაუბრა.

56 წლის მომღერალმა დოკუმენტური ფილმის თრეილერში ცრემლიანი თვალებით ისაუბრა მძიმე დაავადებასთან ბრძოლაზე.

  • "იცით, შოუს გაკეთება არ არის რთული. რთულია შოუს გაუქმება", - ამბობს დიონი.

"ყოველდღე ბევრს ვმუშაობ. მაგრამ უნდა ვაღიარო, რომ ეს დიდი ბრძოლა იყო. ძალიან მენატრება მაყურებელი. თუ სირბილი ვერ მოვახერხე, ფეხით ვივლი. მაგრამ არ გავჩერდები, პირობას ვდებ, რომ სცენაზე აუცილებლად დავბრუნდები". განაგრძეთ კითხვა