21 წლის ქეთევან ჯავახიშვილის მკვლელობის საქმის განმხილველმა მოსამართლემ, გიორგი გელაშვილმა ბრალდებულ ოთარ ცინდელიანის ადვოკატი გელა ტყეშელაშვილი 100 ლარით დააჯარიმა.
აღნიშნული კითხვა, ბრალდების მხარემ გააპროტესტა, ვინაიდან დაზარალებულის უფლებამონაცვლეს დაფიქსირებული ჰქონდა პოზიცია, რომ მისი შვილისა და ბრალდებულის ურთიერთობის შესახებ არ იცოდა.
მოსამართლემ ადვოკატს თავდაპირველად შენიშვნა მისცა, შემდეგ კი მოსამართლის მითითების დარღვევის გამო დააჯარიმა. ადვოკატის კითხვას მოკლული ჯავახიშვილის მამის გაღიზიანება მოჰყვა.
ადვოკატის კითხვაზე, "რატომ გაგეპარათ იმ ღამეს შვილი, თუ ამბობთ, რომ ის არასდროს გატყუებდათ", კობა ჯავახიშვილმა ასე უპასუხა -"წადი და კითხე ჩემს შვილს", რასაც ადვოკატმა ასე უპასუხა - "შენ უფრო ახლოს ხარ და კითხე".