ცოტა ხნის წინ თავად ცნობილი ტელეწამყვანიც იმყოფებოდა ქართველი მეუღლის სამშობლოში, სადაც არც ისე იშვიათად ჩამოდის. ბოლო პერიოდში ის დაბლოკილია რუსულ ტელევიზიაში, გადაცემა დაუხურეს და ამბობენ, რომ ავიწროებენ. თავისუფალი დროის გატარება მეუღლის - ნატალია კიკნაძის სამშობლოში სულ რაღაც ერთი თვის წინაც გადაწყვიტა და გარკვეული დრო საქართველოში იმყოფებოდა.
ახლა კი ცნობილი გახდა, რომ მისი გერიც თბილისშია. ნატალია კიკნაძისა და თემურ კუტალიას ქალიშვილი ერიკა, რომელიც დედის გვარს ატარებს, 16 წლიდან ამერიკაში გაემგზავრა სასწავლებლად, სადაც პრესტიჟული პარსონსის კოლეჯი დაამთავრა. საზოგადოებას თავი დაამახსოვრა პროვოკაციული გამოსვლებით და თამამი ფოტოსესიებით, მათ შორის, საზოგადოებრივ ადგილებში.
ახლა კი აღმოჩნდა, რომ 23 წლის ერიკა ამერიკიდან საქართველოში გადმობარგდა და სამსახურს ეძებს.
მანამდე ამერიკაში ცრემლებით ცდილობდა ფულის შოვნას. "თუ გინდათ ვინმესთან გასაუბრება, აქ ვარ. ჩვეულებრივი ტექსტური გზავნილები - 15 დოლარი. ნაღვლიანი ამბავი - 20 დოლარი. თუ გინდათ, რომ თქვენთან ერთად ვიტირო - 35 დოლარი. მოგისმინოთ? საათში 40 დოლარი. რჩევის მიღება უფასოა. თუ გინდათ გიმღეროთ - 300 დოლარი", - წერდა პირად ბლოგზე.
გარდა ამისა, ერიკა ვინტაჟური სამოსით არის დაკავებული - მათ იცვამს, როგორც მოდელი და შემდეგ ყიდის.