ჯემი არ არის მხოლოდ ტკბილი დესერტი, რომელიც შეგიძლიათ მიირთვათ ქილიდან კოვზით ან პურზე წასმული. ის შეიძლება იყოს საკვანძო ინგრედიენტი სრულყოფილი საუზმისთვის, რაც დილის კერძებს უნიკალურ გემოსა და არომატს შესძენს.
საუზმის მომზადებისას ჯემის გამოყენება ბევრ შესაძლებლობას გაგიხსნით ექსპერიმენტებისა და ახალი გემოს შესაგრძნობად. იმისდა მიუხედავად, უპირატესობას ანიჭებთ პიცას, სენდვიჩებსა თუ იოგურტს, ჯემი შეიძლება იყოს ის საიდუმლო ინგრედიენტი, რომელიც დილის ჩვეულებრივ კერძს ნამდვილ კულინარიულ შედევრად გადააქცევს.
გთავაზობთ სამ კრეატიულ იდეას ჯემის გამოყენებით, უჩვეულო და გემრიელი საუზმის მოსამზადებლად. სცადეთ ეს რეცეპტები და ისიამოვნეთ თქვენი დღის გემრიელი დასაწყისით!
კრემყველისა და ჯემის კომბინაცია შეიძლება უცნაური მოგეჩვენოთ, მაგრამ ეს არის გემოს შესანიშნავი კომბინაცია, რომლის გასინჯვა ნამდვილად ღირს. მდნარი ყველი და ტკბილი ჯემი ქმნის ჰარმონიულ დუეტს, რომელიც აუცილებლად მოგეწონებათ. ამ რეცეპტში განსაკუთრებით გამოდგება ბრი ან კრემყველი ჟოლოს ჯემთან კომბინაციაში.
პანინი გემრიელი რომ გამოვიდეს, გირჩევთ შეარჩიოთ ნატურალური ჯემი, კონსერვანტების გარეშე. ამისთვის, იდეალურია St. Dalfour -ის უგემრიელესი ჯემები, რომლებიც მზადდება ხელით და ოჯახურ რეცეპტს ტრადიციულ ფრანგულ ტექნიკასთან და უმაღლესი ხარისხის ბუნებრივ ინგრედიენტებთან აერთიანებს. St. Dalfour-ის რეცეპტებში, რომლებიც სამი თაობის განმავლობაში შენარჩუნდა, გამოიყენება მხოლოდ ხილი და ყურძნის მარცვალი, როგორც ბუნებრივი დამატკბობელი. St. Dalfour-ი ინარჩუნებს ხილის გემრიელ არომატსა და ტექსტურას, ყოველგვარი ხელოვნური დანამატების, შაქრის, ლერწმის შაქრის ან კონსერვანტების გარეშე. ასორტიმენტში პრემიუმ ხილის ჯემების 22 გემოს აღმოაჩენთ და ამასთან, ის სრულიად უსაფრთხოა ბავშვებისთვის.
იოგურტი შესანიშნავი, მარტივი საუზმის ვარიანტია, რომლის მომზადებას დიდი დრო არ სჭირდება. სცადეთ ტრადიციული თაფლის ან სიროფის ნაცვლად, ნატურალურ იოგურტს დაუმატოთ ჯემი. ეს მისცემს თქვენს კერძს მდიდარ გემოსა და არომატს, ასევე დამატებით სიტკბოს. დაასრულეთ საუზმე ხრაშუნა გრანოლით ტექსტურული კონტრასტისთვის.
გემრიელად მიირთვით!