ყველაზე მოთხოვნადი საჯარო სკოლები საქართველოში, სადაც პირველკლასელთა საყოველთაო რეგისტრაციის დღეს ადგილები ყველაზე სწრაფად შეივსო - მონაცემები განათლების სამინისტროდან - მშობლები

ყველაზე მოთხოვნადი საჯარო სკოლები საქართველოში, სადაც პირველკლასელთა საყოველთაო რეგისტრაციის დღეს ადგილები ყველაზე სწრაფად შეივსო - მონაცემები განათლების სამინისტროდან

2024-06-28 12:08:06+04:00

2024-2025 სასწავლო წლისთვის პირველკლასელთა საყოველთაო რეგისტრაცია 20 მაისიდან დაიწყო და 13 ივნისამდე გაგრძელდა. რეგისტრაციის მეოთხე ეტაპი ჯერ კიდევ მიმდინარეობს. 12 ივლისის ჩათვლით სკოლაში დარეგისტრირება შეუძლიათ იმ ბავშვებს, რომლებმაც I, II და III ეტაპებზე დარეგისტრირება ვერ შეძლეს ან რეგისტრაციის შეცვლა სურთ.

რეგისტრაციის პროცესი ბევრი მშობლისთვის განსაკუთრებით სანერვიულოა, რადგანაც ყველა სასურველ სკოლაში მოხვედრას ვერ ახერხებს. ადგილები სწრაფად ივსება და ალტერნატიული ვერსიის განხილვა უწევთ. რაკი, პირველკლასელთა რეგისტრაციის ძირითადი ეტაპები უკვე დასრულდა, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროდან საჯარო ინფორმაციის სახით გამოვითხოვეთ იმ სკოლების ჩამონათვალი, სადაც ყველაზე სწრაფად შეივსო ადგილები და ამავდროულად, ყველაზე მეტი ან ცოტა პირველკლასელი დარეგისტრირდა. აქვე აღვნიშნავთ, რომ სამინისტროს მიერ მოწოდებული მონაცემები 14 ივნისის ჩათვლით არსებულ სტატისტიკას ეყრდნობა.

20 საჯარო სკოლა, სადაც პირველკლასელთა საყოველთაო რეგისტრაციის დღეს, ადგილები ყველაზე სწრაფად შეივსო:

  1. იმერეთი - ქუთაისი - სსიპ - ანდრია რაზმაძის სახელობის ქალაქ ქუთაისის №41 ფიზიკა - მათემატიკის საჯარო სკოლა
  2. თბილისი - ძველი თბილისი სსიპ - თბილისის კლასიკური გიმნაზია
  3. აჭარა - ბათუმი - სსიპ - ილია ჭავჭავაძის სახელობის ქალაქ ბათუმის №1 საჯარო სკოლა
  4. აჭარა - ბათუმი - სსიპ - ქალაქ ბათუმის №2 საჯარო სკოლა
  5. თბილისი - ვაკე-საბურთალო - სსიპ - ქალაქ თბილისის №221 საჯარო სკოლა
  6. თბილისი - ვაკე-საბურთალო - სიპ - ქალაქ თბილისის №186 საჯარო სკოლა
  7. იმერეთი - ქუთაისი - სსიპ - იოსებ ოცხელის სახელობის ქალაქ ქუთაისის №2 საჯარო სკოლა
  8. აჭარა - ბათუმი - სსიპ - ქალაქ ბათუმის №10 საჯარო სკოლა
  9. აჭარა - ბათუმი - სსიპ - ქალაქ ბათუმის №14 საჯარო სკოლა
  10. აჭარა - ბათუმი - სსიპ - ქალაქ ბათუმის №8 საჯარო სკოლა
  11. თბილისი - ვაკე-საბურთალო - სსიპ - ქალაქ თბილისის №61 საჯარო სკოლა
  12. შიდა ქართლი -გორი -სსიპ - ვაჟა-ფშაველას სახელობის ქალაქ გორის №9 საჯარო სკოლა
  13. თბილისი - ძველი თბილისი ს - სიპ - ქალაქ თბილისის №21 საჯარო სკოლა
  14. იმერეთი - ქუთაისი - სსიპ - ქალაქ ქუთაისის №30 საჯარო სკოლა
  15. თბილისი - გლდანი-ნაძალადევი - სსიპ - ქალაქ თბილისის №177 საჯარო სკოლა
  16. აფხაზეთი - აფხაზეთი - სსიპ - ჟიული შარტავას სახელობის აფხაზეთის №6 საჯარო სკოლა
  17. თბილისი - ისანი-სამგორი - სსიპ - ქალაქ თბილისის №85 საჯარო სკოლა
  18. აჭარა - ბათუმი - სსიპ - ქალაქ ბათუმის №26 საჯარო სკოლა
  19. ქვემო ქართლი - რუსთავი - სსიპ - ჟიული შარტავას სახელობის ქალაქ რუსთავის №4 საჯარო სკოლა
  20. შიდა ქართლი- ხაშური- სსიპ - ქალაქ ხაშურის №1 საჯარო სკოლა

იმ სკოლების სია, სადაც 2024 წლის 14 ივნისის მონაცემებით, პირველ კლასში ყველაზე მეტი მოსწავლე დარეგისტრირდა:

  1. სსიპ - ვახტანგ გზირიშვილის სახელობის ქალაქ თბილისის №173 საჯარო სკოლა - 226 მოსწავლე
  2. სსიპ - ქალაქ თბილისის №161 საჯარო სკოლა - 210 მოსწავლე
  3. სსიპ - აკაკი წერეთლის სახელობის ქალაქ ქუთაისის №1 საჯარო სკოლა - 200 მოსწავლე
  4. სსიპ - ქალაქ ბათუმის №9 საჯარო სკოლა - 200 მოსწავლე
  5. სსიპ - თბილისის პირველი ექსპერიმენტული საჯარო სკოლა - 200 მოსწავლე
  6. სსიპ - ქალაქ თბილისის №221 საჯარო სკოლა - 200 მოსწავლე
  7. სსიპ - ქალაქ თბილისის №175 საჯარო სკოლა - 200 მოსწავლე
  8. სსიპ - ქალაქ თბილისის №147 საჯარო სკოლა - 175 მოსწავლე
  9. სსიპ - ქალაქ თბილისის №181 საჯარო სკოლა - 150 მოსწავლე
  10. სსიპ - ქალაქ ბათუმის №20 საჯარო სკოლა - 150 მოსწავლე
  11. სსიპ - წმიდა ნინოს სახელობის ქალაქ ქუთაისის №3 საჯარო სკოლა - 150 მოსწავლე
  12. სსიპ - ქალაქ თბილისის №192 საჯარო სკოლა - 150 მოსწავლე
  13. სსიპ - ქართველ იუნკერთა სახელობის ქალაქ თბილისის №52 საჯარო სკოლა - 150 მოსწავლე
  14. სსიპ - ქალაქ ბათუმის №14 საჯარო სკოლა - 150 მოსწავლე
  15. სსიპ - იოსებ ოცხელის სახელობის ქალაქ ქუთაისის №2 საჯარო სკოლა - 150 მოსწავლე
  16. სსიპ - ქალაქ თბილისის №114 საჯარო სკოლა - 150 მოსწავლე
  17. სსიპ - ქალაქ ბათუმის №3 საჯარო სკოლა - 150 მოსწავლე
  18. სსიპ - ქალაქ თბილისის №180 საჯარო სკოლა - 150 მოსწავლე
  19. სსიპ - ქალაქ ბათუმის №22 საჯარო სკოლა - 150 მოსწავლე
  20. სსიპ - ჯამბულ წურწუმიას სახელობის ქალაქ თბილისის №94 საჯარო სკოლა - 150 მოსწავლე

იმ სკოლების ჩამონათვალი, სადაც 2024 წლის 14 ივნისის მდგომარეობით, პირველ კლასში ყველაზე ნაკლები მოსწავლე დარეგისტრირდა:

  1. სსიპ - შუახევის მუნიციპალიტეტის სოფელ ქიძინიძეების საჯარო სკოლა - 1 მოსწავლე
  2. სსიპ - ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ გორას საჯარო სკოლა - 1 მოსწავლე
  3. სსიპ - ტბელ აბუსერიძის სახელობის ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ თხილვანის საჯარო სკოლა - 1 მოსწავლე
  4. სსიპ - ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ გორგაძეების საჯარო სკოლა - 1 მოსწავლე
  5. სსიპ - ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ მეკეიძეების საჯარო სკოლა - 1 მოსწავლე
  6. სსიპ - ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ციხისფერდის საჯარო სკოლა - 1 მოსწავლე
  7. სსიპ - ტყიბულის მუნიციპალიტეტის სოფელ ხრესილის საჯარო სკოლა - 1 მოსწავლე
  8. სსიპ - წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ სორმონის საჯარო სკოლა - 1 მოსწავლე
  9. სსიპ - ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ რცხილათის საჯარო სკოლა - 1 მოსწავლე
  10. სსიპ - ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფელ ბაზალეთის საჯარო სკოლა - 1 მოსწავლე
  11. სსიპ - ამბროლაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ტოლის საჯარო სკოლა - 1 მოსწავლე
  12. სსიპ - ამბროლაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭყვიშის საჯარო სკოლა - 1 მოსწავლე
  13. სსიპ - ონის მუნიციპალიტეტის სოფელ სორის საჯარო სკოლა - 1 მოსწავლე
  14. სსიპ - ცაგერის მუნიციპალიტეტის სოფელ ლუხვანოს საჯარო სკოლა - 1 მოსწავლე
  15. სსიპ - აბაშის მუნიციპალიტეტის სოფელ გეზათის საჯარო სკოლა - 1 მოსწავლე
  16. სსიპ - აბაშის მუნიციპალიტეტის სოფელ წყემის საჯარო სკოლა - 1 მოსწავლე
  17. სსიპ - ბორჯომის მუნიციპალიტეტის სოფელ ანდეზიტის საჯარო სკოლა - 1 მოსწავლე
  18. სსიპ - დმანისის მუნიციპალიტეტის სოფელ კამიშლოს საჯარო სკოლა- 1 მოსწავლე
  19. სსიპ - დმანისის მუნიციპალიტეტის სოფელ კაკლიანის საჯარო სკოლა - 1 მოსწავლე
  20. სსიპ - თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ ჯვარას საჯარო სკოლა - 1 მოსწავლე

თამარ იაკობაშვილი