9 ივნისს საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატზე გამგზავრებამდე ამხანაგურ მატჩში მონტენეგრო დაამარცხა. თამაშის დაწყებიდან მე-10 წუთზე, ანგარიშიგიორგი გველესიანისპასით, რომელიც ეროვნულ ნაკრებში სადებიუტო მატჩს ატარებდა,ოთარ კიტეიშვილმაგახსნა.
ირანული საფეხბურთო კლუბის "პერსეპოლისის" წარმატებული ქართველი ფეხბურთელი საქართველოს ნაკრებში პირველად რამდენიმე თვის წინ გამოიძახეს. გველესიანს ოცნება 32 წლის ასაკში აუხდა.
"ძალიან გახარებული ვარ. ის ემოცია, რომელიც საკუთარი ქვეყნის მაისურით თამაშს, ქომაგების გამხნევებას, ჰიმნის მოსმენას მოაქვს, სხვა ემოციებთან დაუვიწყარი და შეუდარებელია. ამ მომენტს მთელი ჩემი კარიერის განმავლობაში ველოდებოდი. იმ 7 წლის განმავლობაში, რომელიც სხვა ქვეყანაში გავატარე, იქაური ხალხის დიდი სიყვარული და პატივისცემა მოვიპოვე, რომელიც ასევე ძალიან სასიამოვნოა, თუმცა როცა ამას საკუთარ ქვეყანაში საკუთარ ხალხთან აღწევ, ნამდვილად სხვა გრძნობაა.
პირველი მიზანი ცხადია ნაკრების მაისურის მორგება იყო, ახლა მსურს ეს შესაძლებლობა მაქსიმალურად გამოვიყენო. ფეხბურთელის კარიერა ხანმოკლეა, მე კი წაბორძიკების დრო არ მაქვს. ვაცნობიერებ, რომ ევროპის ჩემპიონატზე თამაშის შანსი მეორედ შესაძლოა აღარ მომეცეს და მსურს ამ შესაძლებლობიდან მაქსიმუმი მივიღო.
საკუთარ თამაშს ყოველთვის კრიტიკულად ვაფასებ და მაქსიმალისტი ვარ. აქედან გამომდინარე ვფიქრობ, რომ იმაზე გაცილებით უკეთ თამაში შემიძლია, ვიდრე ეს მონტენეგროსთან იყო. მქონდა როგორც პოზიტიური, ასევე ნეგატიური მომენტები.ჩემი გამოცდილების მიუხედავად, დებიუტისგან გამოწვეული ემოციები რაღაც მომენტში ხელის შემშლელი ფაქტორი იყო. ასეთ დროს საკუთარი თავის კონტროლი ადვილი არ არის. საერთო ჯამში დებიუტს მაინც დადებითად შევაფასებ და განვითარებას უკეთესის მოლოდინით ვაგრძელებ." - განაცხადა გველესიანმა მატჩის შემდეგ.
გიორგი გველესიანი დაოჯახებულია, მისი ბიზნესვუმენი მეუღლელინდა კიკოლაშვილირამდენიმე ადგილობრივი კომპანიის დამფუძნებელი და ასევე საქართველოში ჰოლივუდის ფილმების აკადემიის პრეზიდენტია. განაგრძეთ კითხვა