სვანი ბაბუ პატარძალ შვილიშვილს მიაცილებს - ემოციური ვიდეო სიცილიიდან. "ქორწილი შედგა სასახლეში, სადაც "ნათლიის" ეპიზოდებია გადაღებული" - მშობლები

სვანი ბაბუ პატარძალ შვილიშვილს მიაცილებს - ემოციური ვიდეო სიცილიიდან. "ქორწილი შედგა სასახლეში, სადაც "ნათლიის" ეპიზოდებია გადაღებული"

2024-06-29 10:12:25+04:00

ემოციური ვიდეო სოციალურ ქსელში ვრცელდება და როგორც ქორწილზე დამსწრეები გვიყვებიან, კიდევ უფრო ემოციური სანახაობა ადგილზე იყო.

"ანას და ლოტფის ქორწილი კატანიაში. ალი და ნინოს სიყვარულის ჩვენი დროის ამბავი, რამაც ორი უძველესი კულტურის შვილი უახლოესი ადამიანების გარემოცვაში სიცილიაზე შეგვკრიბა. ლამაზი დღე, დაუვიწყარი დღესასწაული", - წერს პატარძლის ნათესავი მაკა იოსელიანი.

449025650-10161335420884376-3376634397696409595-n-1719642407.jpg

გვიამბობს პატარძლის, ანა ჟორჟოლიანის დეიდა მაია ჟორჟოლიანი:

- გოგონა ჩემი დისშვილია. ქორწილი იტალიაში იყო, 80 კაცზე, მულტიკულტურული და საინტერესო. მამაჩემი, ანუ ანას ბაბუ, ჩოხით მოვიდა. თუმცა სუფრა იტალიური იყო - კუბდრის ნაცვლად პიცას და ზღვის პროდუქტებს ვეახელით (იღიმის). ლოკაცია იყო სასწაული - ვულკან ეტნას შევცქეროდით. საღამო სადაც შედგა, იმ სასახლეში "ნათლიის" ეპიზოდებია გადაღებული.

30c52110-eb3f-4bfa-ae96-e8e0545022f8-1719644406.jpg

448947145-10161335423099376-663013728175308886-n-1719642406.jpg

ფოტოგრაფები ამერიკიდან ჩამოვიდნენ, "ვოგის" გადამღები ჯგუფი გახლდათ, რომლებიც ძალიან დაინტერესდნენ ამ ამბით და სპეციალურად ჩამოვიდნენ. პატარძალი დაიბადა და გაიზარდა ბელგიაში. საკმაოდ დიდხანს ისწავლა, 7 ენაზე ლაპარაკობს, საკომუნიკაციო მცნიერებებისა და მენეჯმენტის მაგისტრია. აქვს სხვადასხვა ქვეყანაში მუშაობისა და ცხოვრების დიდი გამოცდილება. ცხოვრობდა მექსიკაშიც, სადაც საელჩოში მუშაობდა. არგენტინაში იყო გაცვლითი პროგრამით. ამჟამად ასტრაზენეკას სამედიცინო კოორდინატორია. სიძე, მოჰამედ ლოფტი ამირა, ბელგიაშია გაზრდილი, საინჟინრო ტექნოლოგიები დაამთავრა, შემდეგ სწავლობდა ნიუ ორკში, გერმანიაში. მაგისტრატურა ბრიუსელში გაიარა და სწორედ იქ, უნივერსიტეტში გაიცნეს ერთმანეთი. ქორწილის შემდეგ წყვილი ტაილანდში წავიდა სამოგზაუროდ და მერე ნიუ ორკში მიდიან.

8d67b6f8-9166-4e40-a8f2-fbf6824d8848-1719643768.jpg

18c3b2d6-c2a2-4e2f-8e0d-ea599a731d38-1719643769.jpgimage-1-1719643769.png

449257544-1023811929107491-2905171497030691752-n-1719644527.jpg