რუსეთში მცხოვრები შოუმენი და ტელეწამყვანიოთარ კუშანაშვილი სიმსივნეს ებრძვის.როგორც ამბობენ, შოუმენი დიდი ხნის განმავლობაში უგულებელყოფდა სიმპტომებსა და ექიმების გაფრთხილებებს. ახლა კი ავთვისებიანი სიმსივნის მოსაშორებლად მესამე ოპერაციის ჩატარება უწევს.
2024 წლის 20 ივნისს ოთარ კუშანაშვილი გულისა და კუჭის ძლიერი ტკივილის გამო კლინიკაში დააწვინეს. მანამდე 54 წლის შოუმენი რამდენიმე დღის განმავლობაში ითმენდა ტკივილებს, მაგრამ საბოლოოდ საავადმყოფოში თავის ფეხით მივიდა.
მას შემდეგ რაც მამაკაცმა კვლევები ჩაიტარა, გაირკვა, რომ სასწრაფო ოპერაცია სჭირდებოდა. წინასწარი დიაგნოზი ღვიძლის ციროზი იყო. და მალე გაირკვა, რომ ოთარს კიბო ჰქონდა.
ამ დროისთვის ჟურნალისტს უკვე ორი ოპერაცი გაუკეთეს, კუჭის ნახევარი ამოკვეთეს. ახლა კუშანაშვილი რეანიმაციაშია და მართვით სუნთქვაზე იმყოფება.
საიდუმლო არ არის, რომ კუშანაშვილი დიდხანს არ აკონტროლებდა ჯანმრთელობას, არასოდეს აკითხავდა ექიმებს და ხშირად სვამდა. ჟურნალისტის ახლობლები აღნიშნავენ, რომ მას ახლა ესმის სიტუაციის სიმძიმე.
საავადმყოფოში ჩატარებული ყველა პროცედურის შემდეგ ოთარი ზოგჯერ გონს მოდის, მაგრამ ვერ ლაპარაკობს. თავისი მოძრაობებით და თვალებით ესაუბრება საყვარელ ადამიანებს და სახლში წასვლას ითხოვს. თუმცა, გაწერაზე საუბარი ჯერ ნაადრევია. უკვე ცნობილია, რომ როგორც კი სრულად მოვა გონს, მას მოსკოვის ონკოლოგიურ ცენტრში გადაიყვანენ.
ავღნიშნოთ, რომ ბოლო დროს ოთარი ვერ დაიკვეხნიდა ჯანსაღი ცხოვრების წესითა და ჯანმრთელობით - დამოკიდებულებებმა და არაჯანსაღი ცხოვრების წესმა თავისი წვლილი შეიტანა მის ამ მდგომარეობამდე მიყვანაში. 2023 წლის ბოლოს მას უკვე ჰქონდა გულის პრობლემები. ვარსკვლავი სასწრაფო დახმარების მანქანით პირდაპირ რესტორნიდან წაიყვანეს.
გავრცელდა ინფორმაცია, რომ კუშანაშვილს ინფარქტი ჰქონდა. თვითმხილველების თქმით, მამაკაცი გონზე იყო, თუმცა გაჭირვებით სუნთქავდა. გარდა ამისა, მაშინაც უჩიოდა გულმკერდისა და მუცლის ტკივილს. შესაძლოა, ამ სიმპტომებისთვის რომ ყურადღება მიექცია, ონკოლოგია უფრო ადრეულ ეტაპზე გამოვლენილიყო.