"ნიცა საკმაოდ ემოციურია და ხშირად ტირის, როცა ხვიჩას გოლი გააქვს..." - რას წერს ბრიტანული გამოცემა კვარაცხელიას პირად ცხოვრებასა და შემოსავალზე - მშობლები

"ნიცა საკმაოდ ემოციურია და ხშირად ტირის, როცა ხვიჩას გოლი გააქვს..." - რას წერს ბრიტანული გამოცემა კვარაცხელიას პირად ცხოვრებასა და შემოსავალზე

2024-06-29 16:40:16+04:00

ბრიტანელი გამოცემაThe Sun ხვიჩა კვარაცხელიას მეუღლეზე სტატიას აქვეყნებს სათაურით: “ვინ არის ხვიჩა კვარაცხელიას მეუღლე ნიცა თავაძე? გაიცანით ქართველი ფეხბურთელის მეუღლე”.

სტატიაში ვკითხულობთ, რომ ხვიჩა კვარაცხელია თავისი სპორტული უნარების დემონსტრირებით საქართველოს საფეხბურთო ნაკრებში ყველაზე ცნობილი მოთამაშეა.

  • მას ასევე გვერდით ჰყავს მეუღლე, ნიცა თავაძე, რომელიც მხარს უჭერს, მაგრამ ვინ არის ის?

ის სამედიცინოს სტუდენტი იყო, როდესაც წყვილი პირველად შეხვდა, თუმცა უცნობია, უკვე დაამთავრა თუ არა სწავლა. ნიცა თბილისის სამედიცინო უნივერსიტეტში სწავლობდა, რაც ნიშნავდა, რომ მას პარტნიორის გვერდით ყოფნისთვის ნეაპოლში სრულად გადასვლა არ შეეძლო.

თუმცა, წყვილი ერთმანეთს სწერდა და ურეკავდა, ასევე, თავისუფალ დროს ან მაშინ ხვდებოდა, როცა კვარაცხელიას ნაკრების თამაშების შესვენება ჰქონდა. როდესაც ნიცას ლექციები არ ჰქონდა, ნეაპოლში ჩადიოდა და "ნაპოლის" მატჩებს ესწრებოდა. ადრე აღუნიშნავთ, რომ ის პარტნიორის თამაშის ყურებისას საკმაოდ ემოციურია და ხშირად ტირის, როცა ხვიჩა გოლს გაიტანს. განაგრძეთ კითხვა