კვარიათში ზღვაში გაუჩინარებული კიდევ ერთი ადამიანის ცხედარი იპოვეს. დაღუპული თსუ-ს სტუდენტი, ელიზავეტა ხოშტარიაა.
ამის შესახებ ინფორმაციას უნივერსიტეტი ავრცელებს:
"ტკივილი და დანაკარგი ოჯახისთვის, მეგობრებისთვის, უნივერსიტეტისთვის - ელიზავეტა ხოშტარია, თსუ ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის სტუდენტი.ორდღიანი ძებნის შემდეგ ჩვენი სტუდენტის დაღუპვის ფაქტი სამწუხაროდ დადასტურდა.ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი მწუხარებას გამოთქვამს ამ დიდი ტრაგედიის გამო და უსამძიმრებს მის ოჯახს, მეგობრებს, მთელ საქართველოს" - ნათქვამია განცხდებაში. განაგრძეთ კითხვა