ტელეწამყვანი ნუკი კოშკელიშვილი საავადმყოფოშია გადაყვანილი. ამის შესახებ ნუკიმ გამომწერებს თავად შეატყობინა და შესაბამისი ვიდეოც გამოაქვეყნა.
“ამაზე მეტად როგორ შეიძლება ბავშვს დაბადების დღე გაუფუჭო… ავდექი და ბრმა ნაწლავი გავიხეთქე. მე არ გავიხეთქე, თავისით გასკდა, მაგრამ.. ეტყობა, ჩემს ორგანიზმს ახსოვს, რომ 27 რიცხვში საავადმყოფოში უნდა ვიყო… მილიონ რაღაცაზე ვარ შეერთებული,“ – ამბობს ტელეწამყვანი.
ნუკის გვერდით მეუღლე და მისი შვილიც იმყოფებიან, მეტიც, ნუკი ამბობს, რომ მისი პალატიდან არ გადიან. ამჟანამად კი თავს კარგად გრძნობს და იმედი აქვს, რომ მალე გაწერენ.