თინა კანდელაკის 24 წლის ქალიშვილი მელანია კონდრახინა გათხოვდა. ამის შესახებ 48 წლის კანდელაკმა თავად დაწერა სოციალურ ქსელში/ "ჩემი ნაზი, საყვარელი, მომხიბვლელი პრინცესა მელანია გათხოვდა. მიყვარხარ უსასრულოდ. ახალი შესანიშნავი სტატუსი გამიჩნდა - უკვე ოფიციალურად სიდედრი ვარ".
თინა წითელი კაბით იყო შვილის საქორწინო ღონისძიებაზე.
მელანია და ლეონტი თინას პირველი ქმრისგან ჰყავს, ბიზნესმენ ანდრეი კონდრახინისგან. მასთან 11 წელი იცხოვრა და 2010 წელს გაშორდა.
მეორედ სახელმწიფო კორპორაცია "როსტეხის" დირექტორ ვასილი ბროვკოზე დაქორწინდა, რომელთანაც ცოტა ხნის წინ შვილი შეეძინა.