ჰილტონების ცნობილი ოჯახის წევრი, რეალური შოუების ვარსკვლავი პერის ჰილტონი კონგრესში სკანდალური განცხადებით გამოვიდა. პერისმა საბავშვო დაწესებულებებში ბავშვებისადმი სასტიკი მოპყრობა გააპროტესტა და საკუთარი ამბები გაიხსენა, რაც მოზარდობის წლებში გადაიტანა.
43 წლის პერისმა კონკგრესს მოუწოდა, გააძლიერონ სპეციალურ სასწავლო დაწესებულებებში ბავშვების დაცვა და მონიტორინგი. თავად უამბო საზოგადოებას, როგორ მოათავსეს 1990-იან წლებში სკოლა-ინტერნატში. "მშობლებს ჰპირდებოდნენ, რომ დამოუკიდებელ ცხოვრებას ასწავლიდნენ ბავშვებს, პიროვნულ ზრდაში დაეხმარებოდნენ, დისციპლინის გამომუშავებაში, თუმცა ამის ნაცვლად, ორი წელი ლაპარაკი არ შემეძლო, თავისუფლად მოძრაობა და ფანჯარაში ყურებაც კი. იძულებით მასმევდნენ წამლებს, პერსონალის მხრიდან სქესობრივი ზეწოლის ფაქტებიც იყო, ძალით მტოვებდნენ იქ, დერეფნებში დამათრევდნენ, ბოლომდე მაშიშვლებდნენ და განმარტოების ოთახში მკეტავდნენ".
პერისის თქმით, 16 წლის იყო, როცა მშობლიური სახლიდან ერთ-ერთ ამგვარ დაწესებულებაში მოხვდა. პერისი ადრეც ამბობდა, რომ იუტას შტატის სკოლა-ინტერნატში ემოციური, სიტყვიერი და ფიზიკური ძალადობის მსხვერპლი გახდა. ამ დროს მის მშობლებს ეგონათ, რომ პერისი "კარგ ხელში" იყო.
ჰილტონმა მსგავსი დაწესებულები გააკრიტიკა და აღნიშნა, რომ მსგავსი დაწესებულებები უფრო შემოსავალზე არიან კონცენტრირებული, ვიდრე ე.წ. რთულ მოზარდებზე, რომლებსაც უნდა დაეხმარონ.
პერისს ადრე აქვს მოყოლილი ბავშვობის ტრავმებზე და 15 წლის ასაკში გაუპატიურებაზე, რის შემდეგაც მშობლებმა რთულად აღსაზრდელთა სკოლა-ინტერნატში გაგზავნეს, რამაც კიდევ უფრო გააღრმავა მისი მენტალური პრობლემები.
მოგვიანებით, სრულწლოვანი რომ გახდა, წვეულებებს არ ტოვებდა, სკანდალებს არ ერიდებოდა და ამის გამო ოჯახური მემკვიდრეობის გარეშეც კი დარჩა - "ჰილტონის" სასტუმროების ქსელის. 2021 წელს გათხოვდა ბიზნესმენ კარტერ რეუმზე და სუროგატი დედის დახმარებით ქალ-ვაჟი გააჩინა.