BTU-ს ორგანიზებით ჩატარებული მათემატიკის ოლიმპიადის გამარჯვებულები ცნობილია - მშობლები

BTU-ს ორგანიზებით ჩატარებული მათემატიკის ოლიმპიადის გამარჯვებულები ცნობილია

2024-07-02 10:03:27+04:00

ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის ორგანიზებით მათემატიკის ოლიმპიადა აბიტურიენტებისთვის და მათი მასწავლებლებისთვის ჩატარდა.

ოლიმპიადა ერთ ეტაპად ჩატარდა, რის შედეგადაც გამოვლინდა სამი გამარჯვებული მოსწავლე და მასწავლებელი:

  • I ადგილი: დემეტრე გადაბაძე, მასწავლებელი ელზა ფულაძე;
  • II ადგილი: საბა ცირეკიძე, მასწავლებელი ლიკა გიგაური;
  • III ადგილი ავთანდილ თათვიძე, მასწავლებელი დავით ძაგანია.

პროექტის გამარჯვებული აბიტურიენტები და მათი მასწავლებლები დაჯილდოვდნენ:

  • პირველი ადგილი: 1000 ლარი აბიტურიენტს + 1000 ლარი მათემატიკის მასწავლებელს;
  • მეორე ადგილი: 700 ლარი აბიტურიენტს + 700 ლარი მათემატიკის მასწავლებელს;
  • მესამე ადგილი: 500 ლარი აბიტურიენტს + 500 ლარი მათემატიკის მასწავლებელს.

მათემატიკის ოლიმპიადა BTU-ს ორგანიზებით ყოველწლიურად იმართება და მასში მთელი საქართველოს მასშტაბით, ნებისმიერ აბიტურიენტს შეუძლია მონაწილეობის მიღება. ოლიმპიადის გამარჯვებულების გამოვლენის შემდეგ, ჯილდოვდებიან არამხოლოდ გამარჯვებული აბიტურიენტები, არამედ - მათი მასწავლებლებიც, რაც, თავის მხრივ, აძლიერებს ინტერესს მათემატიკის მიმართ და აბიტურიენტებს მათემატიკური უნარ-ჩვევების განვითარების საშუალებას აძლევს.

R