3 მეთოდი ცხვირზე შავი წერტილების გასაქრობად სახლის პირობებში - მშობლები

3 მეთოდი ცხვირზე შავი წერტილების გასაქრობად სახლის პირობებში

2015-03-11 05:58:02+04:00

დედებს სალონებში კოსმეტიკური პროცედურებისთვის დრო არასოდეს ჰყოფნით დედებს სალონებში კოსმეტიკური პროცედურებისთვის დრო არასოდეს ჰყოფნით. არადა სილამაზე თავისას მოითხოვს. ცხვირისა და ნიკაპის მოდამოში შავი წერტილების პრობლემა ძალიან ბევრს აწუხებს. გთავაზობთ 3 რეცეპტს სახლის პირობებში მათ მოსაშორებლად.

რეცეპტი პირველი

მინის ჭურჭელში მოათავსეთ ერთი სუფრის კოვზი რძე, ერთი კოვზი ჟელატინის გრანულები. შედგით მიკროტალღურ ღუმელში დაბალ ცეცხლზე 10-15 წუთით, სანამ ჟელატინი არ დადნება და ფაფისებური მასა არ გახდება. რომ გაგრილდება, მასა კოსმეტიკური ფუნჯით ცხვირისა და ნიკაპის არეში წაისვით. გაიჩერეთ 5-10 წუთით. პროცედურის დასრულების შემდეგ ფრთხილად აიცალეთ აპკად ქცეული მასა, რომელსაც შავი წერტილებიც თან გაჰყვება. ამის შემდეგ უკეთესი იქნება, თუ კანს ალოესგან გამოწურული წვენით გაიწმინდავთ.

რეცეპტი 2

ათქვიფეთ ერთი კვერცხის ცილა და ერთი სუფრის კოვზი შაქრის პუდრა ერთგვაროვანი მასის მიღებამდე (შაქარი ბოლომდე უნდა გაიხსნას). მიღებული მასა ორ ნაწილად გაყავით და ერთი ნაწილი წაისვით სახეზე. დაიცადეთ 20 წუთი და დაიდეთ მეორე ნაწილიც, შეიზილეთ თითების მსუბუქი მოძრაობით.

მასაჟი გააგრძელეთ მანამ, სანამ თითები მასას აღარ მიეწებება. შემდეგ ნიღაბი წყალში გაზავებული (1/1) გვირილის თბილი ნაყენით ჩამოიბანეთ.

რეცეპტი 3

ერთი კვერცხის ცილა 2 ჩაის კოვზ ახალგამოწურულ ლიმონის წვენთან ერთად ათქვიფეთ, დაუმატეთ 3 ჩაის კოვზი ალოეს წვენი. კვლავ განაგრძეთ თქვეფა. წაისვით ცხვირისა და ნიკაპის მიდამოებში. პირველი ფენა რომ გაშრება, მეორე გადაისვით და გაიჩერეთ კიდევ 15 წუთი. შემდეგ ჩამოიბანეთ ცივი წყლით.

mshoblebi

როგორ ინარჩუნებენ სილამაზეს აღმოსავლეთის ქალები – მათი სილამაზის 7 საიდუმლო