ცისნამი საყვარლიშვილს საქართველოში ბევრი იცნობს. ის ხშირად წერს და საუბრობს საკუთარი ამბის შესახებ, თუ როგორი რთული წლები გამოიარა და რამდენად ბედნიერია ახლა. ემიგრაციაში მოუწია წასვლა და საქართველოში მცირეწლოვანი შვილი დატოვა, თუმცა ბევრი სირთულის გადალახვის შემდეგ ამერიკის მოქალაქეობაც მოიპოვა, საყვარელი მამაკაციც იპოვა ამერიკაში და 7-წლიანი ემიგრაციის მერე შვილიც ამერიკაში წაიყვანა.
დღეს ცისნამი საჯაროდ ულოცავს მეუღლეს - ალექსანდერ პეტერსს დაბადების დღეს და მიმართავს საზოგადოებას, რომელიც მისი მისამართით კრიტიკას არ წყვეტს:
"ბევრი თქვენგანი დღემდე მაბულინგებს იმის გამო, რომ ასაკით ჩემზე უფროსი კაცი მიყვარს. ზოგი ცილს მწამებს იმაზე, მისი ფულის და ტიტულის გამო ვარ მასთან. ამ დროს არავინ არ ფიქრობს ჩემზე, რა ხდება ჩემს თავს.
თუ როგორ მოხდა, რომ მთელი ჩემი ახალგაზრდობის ლამაზი წლები, სიფერადე და სილაღე ჩავდე ამ დიდ სიყვარულში.
შეიძლება ვიღაცას გაეცინოს და მაგრად დამცინოს, მაგრამ მე სიმართლეს ვწერ. ეს არის კაცი, რომელმაც მაგრძნობინა რომ ვუყვარვარ. ვუყვარვარ სწორედ ისეთი როგორიც ვარ, ცხოვრებისეული განსაცდელებისგან დატანჯული, არასასურველი - მიტოვებული შვილი, უსიყვარულოდ გაზრდილო ბავშვი, პირველი ქმრის დედისგან დაბულინგებული, ქუჩაში გამოგდებული და ტკივილებისგან დასიებული გულით. ჩემს ქმარს ვუყვარ, მე ის მიყვარს, 7 წელია რაც ერთად ვართ, 7 წელია ცოლ-ქმარი გვქვია. ჩვენს სიყვარულს მიზანმიმართულად ებრძვიან ბოროტი ძალები. უკვე წლებია ცდილობენ ჩვენს დაშორებას, ჩვენს შორის კონფლიქტსა და გაურკვევლობას. 7 წელია ჩვენი სიყვარული უძლებს ყველანაირ თავდასხმას, ზეწოლასა და შევიწროვებას.მე მიყვარს ალექსანდრე და სიცოცლის ბოლომდე ვიბრძოლებ ამ სიყვარულისთვის.დღეს ამ კაცის დაბადების დღეა და მინდა ყველამ ერთად მივულოცოთ.მინდა ჯანმრთელი იყოს და დიდი ხნის სიცოცხლე ჰქონდეს რომ დავტკბეთ ერთმანეთით.მინდა ღმერთმა ჩვენთვის გაიმეტოს ჯანმრთელი ბიჭი, რომ მას მე თავისი ოცნება ავუხდინო, როგორც მან აახდინა ჩემი ოცნებები.გთხოვთ, ვისაც გჯერათ ნამდვილი სიყვარულის, ყველამ დალოცეთ ჩვენი ოჯახი. ვისაც არ გჯერათ, უბრალოდ თვალი აგვარიდეთ.
მადლობა.
სიყვარულით, ცისნამი".