მსახიობი ანი ბებია, რომელიც ამავე დროს ორი შვილის დედაა, დედობის ახალ ეტაპზე გადავიდა. უკვე მისმა მეორე შვილმა - სემმაც დაასრულა ბუნებრივი კვება. ამის შესახებ ანი სოციალურ ქსელში წერს და საკუთარ ემოციებს უზიარებს სხვა დედებს:
"დღეს დიდი დღეა. დასრულდა ლაქტაცია. ვისაც მიყოლებით ჰყავს ბავშვები გაჩენილი, ისინი გამიგებენ. 5 წლის განმავლობაში ან ორსულად ვიყავი ან ლაქტაციაში. აღარ მახსოვს მანამდელი ცხოვრება. დღეიდან ბევრი რამ შემეძლება და დიახ, დიახ, წარმატებები მე".
ანი წერდა, რომ წონაში მკვეთრად მოიმატა ორი ორსულობა-მშობიარობის შემდეგ, რადგან მიყოლებით გააჩინა პატარები - მისი უფროსი ვაჟი - ჯერი მალე ხდება 4-ის, სემი კი ჯერ ორის არ არის.
თუმცა ბოლო პერიოდში შესანიშნავ ფორმაშია და როგორც ჩანს, უკვე სამსახიობო საქმესაც აქტიურად დაუბრუნდება. ბოლოს მეუღლესთან - ილო ბეროშვილთან ერთად გამოჩნდა სერიალ "ჩემი ცოლის დაქალების" ბოლო სეზონის რამდენიმე ეპიზოდში.