14 წლის ფეხბურთელი საბა ჩაჩიბაია, რომლის ვიდეოც უამრავმა ადამიანმა ნახა და ბევრს რონალდუს პორტუგალიელი ფანი ეგონა, "რუსთავი 2"-თან ყვება, როგორ დაგეგმა რონალდუს ახლოდან ნახვა, დეიდასთან ერთად საფეხბურთო სტადიონზე მყოფმა, და როგორ აღმოჩნდა გელზენკირხენის პოლიციაში:
"დეიდას ვუთხარი, რომ ფოტოს გადაღებას ვაპირებდი... რომ გადავხტი, ძაან დიდი სიმაღლე იყო და შემეშინდა. კიბეებზე დავეცი, დაცვა დამეტაკა. კიბეების ქვეშ გადავვარდი, თავიც დავარტყი, მუხლებიც, მაგრამ არაფერი მახსოვდა. თავი მეტკინა უფრო... დაცვამ მომკიდა ხელი და გამიყვანა... პოლიციაში მიმიყვანეს, ჩემი სახელი და გვარი ჩაიწერეს..."
თამაშზე კი საბა გათამაშებით მოხვედრილა, რომელშიც ბურთის კენწვლაში ყველას აჯობა.