„ბუდუ იდეალური მამაა, თუმცა მზრუნველობა სჭირდება, როგორც სპორტსმენს... ბავშვებთან თამაში შაის დაბადებამდეც უყვარდა... სახლიდან ჩუმად იპარება, ისეთ ამბავს ტეხს შაი“ - ბუდუ ზივზივაძის მეუღლე ოჯახურ ცხოვრებაზე - მშობლები

„ბუდუ იდეალური მამაა, თუმცა მზრუნველობა სჭირდება, როგორც სპორტსმენს... ბავშვებთან თამაში შაის დაბადებამდეც უყვარდა... სახლიდან ჩუმად იპარება, ისეთ ამბავს ტეხს შაი“ - ბუდუ ზივზივაძის მეუღლე ოჯახურ ცხოვრებაზე

2024-07-03 13:22:58+04:00

საქართველოს ნაკრების წევრი ბუდუ ზივზივაძე კვლავ გულშემატკივრის ფავორიტად და სოციალური ქსელის ვარსკვლავად რჩება. მის მიმართ ინტერესი და სითბოს გამოხატვა არ წყდება. გულშემატკივრები ხშირად აღნიშნავენ, რომ ის მხოლოდ მისი საფეხბურთო მიღწევების გამო კი არა, პიროვნული ხიბლის გამოც უყვართ. უამრავ ადამიანს უჩუყებს გულს ბუდუსა და მისი პატარა ქალიშვილის ვიდეოები, სადაც ჩანს, რომ ძალიან მზუნველი მამაა. მისი მეუღლის ნინი კვერნაძის თქმით, ბუდუ ბოლომდეა ჩართული შვილის მოვლასა და განვითარებაში.

„ბუდუ იდეალური მამაა... პამპერსის გამოცვლა, დაბანა, გასეირნება - ყველაფერს დამოუკიდებლად აკეთებს. ბავშვებთან თამაში ყოველთვის უყვარდა, სანამ შაი გაჩნდებოდა, მანამდეც. როგორც თანატოლი, ისე ეთამაშება ბავშვებს და რა თქმა უნდა, ეს შაისაც სიამოვნებს. მიჯაჭვულია მამაზე, სახლიდან რომ გადის ბუდუ, თუნდაც ვარჯიშზე, სახლიდან ჩუმად იპარება, ისეთ ამბავს ტეხს შაი.

ძალიან გადართულები ვართ შაიზე, ყველაზე მეტ დროს ორივე მას ვუთმობთ, ბუდუ მოდის თუ არა სახლში, 24 საათი შაისთან არის", - ამბობს ნინი კვერნაძე.

რაც შეეხება სახელს, შაი, წამმყვანის კითხვაზე, თუ რას უკავშირდება ეს სახელი, ნინი ამბობს, რომ მან თავისი ფანტაზიით მოიფიქრა ეს სახელი და შემდეგ დაძებნა მისი მნიშვნელობა.

„აღმოჩნდა, რომ ებრაული სახელია და საჩუქარს ნიშნავს. ორივეს ისე მოგვეწონა, სხვა სახელზე აღარ გვიფიქრია. შაის დაბადებამდე კორონას პირველი ტალღა დაგვემთხვა. ყველაფერი ჩაკეტილი იყო და ბუდუ უნგრეთში ჩარჩა. შაი ისე გაჩნდა, რომ მამას რამდენიმე თვე ნანახი არ ჰყავდა. ექვსი თვის ნახა პირველად.“

449624561-876032947891922-6957633244900248927-n-1720000919.jpg

კითხვაზე, თუ საოჯახო საქმეებს როგორ ინაწილებენ, თამუნა პასუხობს, რომ სპორტსმენს თავისებური ზრუნვა სჭირდება და შეიძლება ითქვას, მეორე ბავშვივითაა.

„ყოველთვის ჯანსაღად უნდა იკვებოს. საჭმელს ყოველთვის მე ვაკეთებ და ყველაფერს ვუთანხმებ. ღამით ადრე დაძინება სჭირდება, ძილიც მშვიდი უნდა ჰქონდეს. თამაშის წინა ღამეს, ბავშვის ჭირვეულობის გამო ბუდუს სხვა ოთახშიც სძინებია... შაის ისე უყვარს ფეხბურთი, თუ დამინახა, რომ ტელეფონში ვუყურებ ბუდუს თამაშს, გამომართმევს და თვალმოუშორებლად უყურებს ბოლომდე.“ - ამბობს ნინი კვერნაძე.