დღეს სამწუხარო ინფორმაცია გავრცელდა - მსოფლიოს ჩემპიონი ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში, ნუგზარ წურწუმია საკუთარ სახლში გარდაცვლილი იპოვეს. მის შესახებ ვრცელ პოსტს აქვეყნებს ჟურნალისტი მაცაცო კევლიშვილი:
"მშვიდობით, ოქროს ბიჭო!
ეს რა დაგვემართა... მსოფლიოს ჩემპიონი ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში, ნუგზარ წურწუმია საკუთარ სახლში გარდაცვლილი იპოვეს.
გული მეგლიჯება, ჩემი წურწიკა!
უნიჭიერესი წურწიკა.
ეს ისტორია უნდა ჩავამატო:
2019 წლის სტატუსი წურწიკაზე, ამ წელს ნუგზარი მსოფლიო ჩემპიონი გახდა.
2017 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე, ნუგო წურწუმია რუსეთის ნაკრების წარმომადგენელს ხვდებოდა, ძალიან, ძალიან დაძაბული შეხვედრა იყო. რუსების “სექტორში” გადავედი რომ გამეგო რას ამბობდნენ მოსალოდნენ შერკინებაზე. რუსმა მწვრთნელმა მითხრა: თქვენი გამძლეა და ჩვენი ძლიერიო.
- როგორც საქართველო და რუსეთითქო? ვკითხე და გაჩუმდნენ. იმიტომ რომ გიჟივით მომდიოდა ცრემლები.
2 წუთში ნუგზარმა რუსი ხალიჩაზე დააბრტყელა. იმ წელს მსოფლიო ვერ მოიგო, აუცილებლად მოიგებ-თქო, ვუთხარი, დაიჯერე, რომ ჩემპიონი ხარ-თქო. ვიცი, რომ ვარო.
ჩემი ჩემპიონი".