მსოფლიოში განთქმული ქართველი მევიოლინე ლიანა ისაკაძე გარდაიცვალა. თანამედროვეობის ერთ-ერთი თვალსაჩინო მევიოლინე იყო, რომელიც ვუნდერკინდებს ეკუთვნოდა - 3 წლის ასაკში გახდა მუსიკოსი. მსოფლიოს ყველა გამოცემაშია შეყვანილი, სადაც საუკუნის საუკეთესო მევიოლინეების შემოქმედება განიხილება.
როგორც ცნობილია, მან მსოფლიო კარიერა მეუღლის გარდაცვალების შემდეგ დაასრულა და სცენაზე მას მერე აღარ დაუკრავს.
ლიანა ისაკაძე 1946 წლის 2 აგვისტოს დაიბადა თბილისში.პირველდაწყებითი მუსიკალური განათლება მიიღო თბილისის ცენტრალურ მუსიკალურ სკოლაში პროფესორ ლეო შიუკაშვილის ხელმძღვანელობით. 1956 წელს (10 წლისა) რესპუბლიკის ფესტივალის ლაურეატი გახდა (I პრემია), 1957 წელს ამიერკავკასიის მუსიკოს შემსრულებელთა I კონკურსის (მცირეწლოვანების გამო პრემია არ ერგო), ხოლო 1961 წელს — საკავშირო კონკურსის ლაურეატი (II პრემია). 1968 წელს დაამთავრა პეტრე ჩაიკოვსკის სახელობის მოსკოვის კონსერვატორია. ისაკაძე მუსიკის შემსრულებელთა მრავალი საერთაშორისო კონკურსის ლაურეატი იყო.1965 წლიდან გასტროლებს მართავდა საზღვარგარეთის მრავალ ქვეყანაში. ისაკაძე თანამედროვეობის ერთ-ერთი თვალსაჩინო მევიოლინე იყო. მისი დაკვრა გამოირჩევა არტისტიზმით, ღრმა მუსიკალურობით, ვირტუოზულობით. მის რეპერტუარში იყო კლასიკური და თანამედროვე მუსიკის საუკეთესო ნიმუშები. ქართველი კომპოზოტორების მთელი რიგი ახალი ნაწარმოებების. მის შესახებ გადაღებულია იაპონური დოკუმენტური ფილმი (1974).
გასული საუკუნის 90-იან წლებში მევიოლინეს შემოქმედება მჭიდროდ დაუკავშირდა გერმანიას. 1990 წელს ლიანა ისაკაძემ გერმანიის ქალაქ ინგოლშტადტში ჩაიყვანა საქართველოს კამერული ორკესტრი, რომელიც უკვე მრავალი წელია „ინგოლშტადტის ქართული კამერული ორკესტრის“ სახელით მოღვაწეობს. 1992 წელს ინგოლშტადტში ლიანა ისაკაძემ დააარსა თავისი პედაგოგის, დავით ოისტრახის სახელობის მუსიკალური აკადემია. ზაქარია ფალიაშვილის სახელობის პრემია (1979). დაჯილდოებულია საპატიო ნიშნის ორდენით.