"მე ის მიყვარს..." - ტიმ ბარტონმა მონიკა ბელუჩის საჯაროდ აკოცა და წყვილმა ოფიციალურად დაადასტურა, რომ ერთად არიან - მშობლები

"მე ის მიყვარს..." - ტიმ ბარტონმა მონიკა ბელუჩის საჯაროდ აკოცა და წყვილმა ოფიციალურად დაადასტურა, რომ ერთად არიან

2024-07-05 21:07:08+04:00

ლეგენდარული მონიკა ბელუჩისა და ცნობილი რეჟისორის ტიმ ბარტონის წყვილი წელიწადზე მეტია გამოჩნდა. ისინი პერიოდულად ერთად ჩნდებოდნენ საჯარო ღონისძიებებზე და მალევე ალაპარაკდნენ მათ რომანტიკულ ურთიერთობაზე, თუმცა წყვილი არ ადასტურებდა. ცოტა ხნის წინ კი ჯერ მონიკა ბელუჩიმ აღიარა ერთ-ერთ ინტერვიუში, რომ ბარტონი მისთვის ძვირფასი ადამიანია: "რა უნდა ვთქვა... პირველ რიგში, მიხარია, რომ ამ ადამიანს შევხვდი. ეს ერთ-ერთი ის შეხვედრაა, რომელიც იშვიათად ხდება ცხოვრებაში. მე ვიცნობ ამ ადამიანს და მიყვარს".

methode-times-prod-web-bin-d5930c66-3648-485e-b7c7-f7943e5cb2de-1720201741.jpg

gd-ck8ga4aaxlaq-1720201742.jpg

ახლა კი წყვილი რომში გამოჩნდა ერთად. 59 წლის მონიკა და 65 წლის ამერიკელი რეჟისორი Globo d’Oro Awards-ის დაჯილდოებას დაესწრო და წითელ ხალიჩაზე ბარტონმა საჯაროდ აკოცა მონიკას.

0152eee1-0f14-46d2-830f-d96eac224c2c-1720201742.jpgtim-burton-monica-bellucci-rome-070324-3820-eaf32de9937847f59fd2f721f18c8dc4-1720201742.jpgtim-burton-monica-bellucci-diabolik-chi-sei-18th-rome-film-festival-102023-1-d236aaa28e334a3c9ba84cb6134ddef2-1720201742.jpg

ტიმ ბარტონი ერთხელ იყო დაქორწინებული მხატვარ ლენა გიზეკზე. შემდეგ 13 წელი ხვდებოდა მოდელ ლიზა მერის, 2001 წლიდან კი ჰელენა ბონემ კარტერთან ჰქონდა ხანგრძლივი რომანი. წყვილს ორი შვილიც გაუჩნდა. 2014 წელს დაშორდნენ ერთმანეთს.