ნატალია ყიფშიძე სოციალურ ქსელში ულოცავს დაბადების დღეს ბებოს - ლელა გოცირიძეს და მასთან დაკავშირებულ მოგონებებს უზიარებს საზოგადოებას, ასევე - საარქივო ფოტოებს.
"ბე გილოცავ!
მინდა, რომ ეს წელი შენთვის იყოს ბედნიერების, სიხარულისა და სიმშვიდის თაიგულივით ლამაზი!
შენზე სულ მახსენდება სამზარეულოს ტკბილი საუბრები - მერე სულ რაღაც დიდი ინფორმაციით რომ მივდიოდი დასაძინებლად. ყველა ისტორია მახსოვს, რაზეც მელაპარაკებოდი და მეტიც - მეხსიერებაში სამუდამოდ რომ ჩამრჩენოდა, სიზმრად ვხედავდი: შენს ახალგაზრდულ მეამბოხეობას. ზურას რომ ანეკდოტურ ლექსებს უნახავდი ჩემოდანში, შემთხვევით პერანგის ჯიბით რომ გადმოიტანე საბჭოთა კავშირის დროს აეროპორტში, როლიკებით რომ "კატაობდი" თეატრალურში, იარაღს რომ ფლობდი, ლომს სახელად ინგას რომ შეებრძოლე ახალი "შუბის" გულისთვის, ქურდებს რომ არ შეუშინდი და რა დამავიწყებს ლელას, რომელმაც ტარება იმდენად კარგად იცოდა, რომ თავი ზურას კი არ მოატაცინა - აქეთ მოიტაცა თოვლიან ამინდში. ჩემთვის შენი ცხოვრების ისტორიები სუპერმენის მსგავს კომიქსებად არის წარმოდგენილი. ჩვენი ურთიერთობიდან ყველაზე მკაფიოდ ურუშაძის ფილმის გადაღებებზე ლურჯი სასტუმროს ოთახში ცხოვრება და სკოლისკენ მიმავალ გზაზე როდ სტიუარტის მოსმენა მახსენდება.
ბებო, მიყვარხარ ძლიერ და მინდა შენი სახით მეგობრის დაბრუნება, რადგან ძალიან მაკლიხარ შენ და შენი ისტორიები - დარწმუნებული ვარ, მოსაყოლი კიდევ ბევრი გაქვს...
სიყვარულით, შენი ნატალია".