"დღეს ოქროს ბიჭის დაბადების დღეა, შენ საუკეთესო ხარ, კაპიტნად დაბადებული, ოჯახის სიამაყე, მიყვარხარ“ – ასე მიულოცა ორი დღის წინსაქართველოს ნაკრების კაპიტანს გურამ კაშიასმეუღლემ დაბადების დღე.
ევროპის ჩემპიონატზე გასვლის პარალელურად ინტერესი საქართველოს ნაკრების წევრების მიმართ გაიზარდა. ყოველდღიურად მედიაში არაერთი ინფორმაცია ქვეყნდება მათ ცოლებზე, მშობლებზე, შვილებზე. გამონაკლისი არც გურამ კაშიაა.37 წლის კაპიტანმა 22 წლის ასაკში თამთა გიგაშვილზე იქორწინა. წყვილს ერთი ქალიშვილი ჰყავს, ალექსანდრა.
თამთა პროფესიით სამართალმცოდნეა, თუმცა დაოჯახების შემდეგ, ყოველთვის მეუღლეს ახლავს იმ ქვეყანაში, სადაც ის თამაშობს. მისი ცხოვრება ფეხბურთელების ცოლებისას ჰგავს. ხშირი მოგზაურობა, ყურადღება მედიისგან და უარი საკუთარ კარიერაზე.
ერთმანეთი საერთო მეგობარმა გააცნოთ, თუმცა მოვლენები სწრაფად განვითარდა და მალე აღმოაჩინეს, რომ შეყვარებულები იყვნენ. ბევრი აღარ უფიქრიათ და დაოჯახება გადაწყვიტეს, მაშინ ორივე 22 წლის იყვნენ.
მოგვიანებით თამთა იხსენებდა:
- ერთად თავს კომფორტულად ვგრძნობდით და ერთმანეთის ყოველთვის უთქმელად გვესმოდა. დიდი ქორწილი არ გვქონია, რადგან არც მე და არც გურამს არ გვქონდა ამის სურვილი. ჩვენი ერთად ცხოვრების დასაწყისი უახლოესი მეგობრების გარემოცვაში აღვნიშნეთ... თეთრი კაბის ჩაცმასა და ქორწილზე არასდროს მიოცნებია. ალბათ ამიტომაც, საქორწილო კაბა ეკლესიიდან გამოსვლისთანავე გამოვიცვალე.