“გლოვოს“ კურიერს,თემო სიგუას, რომელიც სამსახურებრივი მოვალეობის დროს, შეკვეთის ადგილზე მიტანისას ცეცხლსასროლი იარაღიდან დაჭრეს, ტერფის აღდგენის ოპერაცია დღეს ან ხვალ ჩაუტარდება.
“ორივე ფეხი საოპერაციო აქვს, დამსხვრეული აქვს ძვლები. მე როგორც ვიცოდი აღდგენა შესაძლებელი იყო, მაგრამ ახლა როგორც ჩემმა შვილმა მითხრა - “ექიმმა მელაპარაკა, ვერ ავაწყობთ და თითების ამპუტაცია იქნება საჭიროო“.
ოთხნი კი ჩამოვიდნენ, მაგრამ ერთთან ჰქონდა კამათი. იარაღი ამოიღო და უცებ მესროლაო. ერთი პირიქით, მე ამომიდგა, მოტოზე დამსვა და მითხრა: “გააღწიე აქედანო“, -აცხადებს დაზარალებულის დედა. განაგრძეთ კითხვა