შაქრიანი დიაბეტის კომპენსაციის კრიტერიუმები ბავშვთა და მოზარდთა ასაკში - მშობლები

შაქრიანი დიაბეტის კომპენსაციის კრიტერიუმები ბავშვთა და მოზარდთა ასაკში

2024-07-08 15:27:30+04:00

ხშირად ისმის შეკითხვა,როგორ უნდა შევაფასოთ,სწორად ვმკურნალობთ თუ არა ბავშვს ბინის პირობებში. ამ საკითხზე გვესაუბრება თსსუ ენდოკრინოლოგიის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, საქართველოს პედიატრ-ენდოკრინოლოგთა ასოციაციის პრეზიდენტი, პროფესორი მარინა გორდელაძე.

სტატიის სპონსორია: კორეული წარმოების ქეარსენსის გლუკომეტრი და ჩხირები.

კარგი თვითშეგრძნება სულაც არ ნიშნავს, რომ სისხლში გლუკოზა ნორმაშია. მხოლოდ შემდეგი მაჩვენებლები მიუთითებენ ნახშირწყლოვანი ცვლის კომპენსაციაზე. მათ შაქრიანი დიაბეტის კომპენსაციის კრიტერიუმები ეწოდებათ

შაქრიანი დიაბეტის კომპენსაციის კრიტერიუმები ბავშვთა და მოზარდთა ასაკში.

cxrili-1-1720438680.jpg

არსებობს გარკვეული განსხვავება ნახშირწყლოვანი ცილის სამიზნე მაჩვენებლებს შორის ასაკის მიხედვით.

მოზარდებისათვის კომპენსაციის კრიტერიუმები უფრო მკაცრია, რაც განპირობებულია ამ ასაკში ს/ს ორგანოთა დაზიანების მამატებული რისკით. მცირე ასაკის ბავშვებისთვის კი, განსაზღვრულია გლიკოჰემოგლობინის არა მხოლოდ ზედა, არამედ ქვედა ზღვარიც

- > 7,5%. საქმე იმაშია, რომ თუ ამ ასაკის ბავშვებში შევეცდებით იდეალური გლიკემიის მიღწევას და მის შენაჩუნებას ნებისმიერ ფასად, გარდაუვალია ხშირი ჰიპოგლიკმიური

მდგომარეობა, რაც სულაც არ არის უვნებელი ბავშვების განვითარებადი ნერვული

სისტემისათვის, მისი თავის ტვინისათვის. აღნიშნულის გაუთვალისწინებლობამ

შემდგომში შეიძლება გამოიწვიოს მეხსიერების დაქვეითება, ყურადღების

კონცენტრაციის პრობლემები, ჭირვეულობა, პრობლემები სწავლისას. დროთა

განმავლობაში შეიძლება ჩამოყალიბდეს ჰიპოგლიკემიების მიმართ მგრძნობელობის

დაქვეითება, როცა ბავშვი ვეღარ გრძნობს გამოხატულ ჰიპოგლიკემიას. აღნიშნულს

აუცილებლად მოჰყვება გლიკემიის მაღალი ციფრები, რომელიც ნაკლებად ემორჩილება ინსულინის დამატებით ინექციებს. ასეთი სიტუაციები არცთუ ისე იშვიათია და მათი გამოსწორება დიდ დროსა და ძალისხმევას მოითხოვს.

ბავშვთა და მოზარდთა დიაბეტის საერთაშორისო ასოციაციის მიერ განსაზღვრულია გლიკემიის დიაპაზონი და დროის ის მონაკვეთი დღე-ღამეში, რომლის განმავლობაში უნდა იმყოფებოდეს პაციენტი, რათა თავიან ავიცილოთ შაქრიანი დიაბეტის როგორც მწვავე, ასევე ქრონიკული გართულებები.

glukometri-1720438234.jpg

გლიკემიის სამიზნე დიაპაზონში რეკომენდირებული დრო შდტ 1-ის დროს

cxrili-2-1-1720438706.jpg

რაზე მიგვითითებს ეს ცხრილი?

მაგ. დღე-ღამის განმავლობაში სისხლში გლუკოზის დონე >250 მგ/დლ დასაშვებია

მხოლოდ დროის 5%-ის განმავლობაში, ანუ 72 წთ;

გლიკემია > 180 მგ/დლ - 6 სთ.

სამიზნე დიაპაზონი (ანუ ბავშვის ყველაზე სასურველი მონაცემები) 70-180 მგ/დლ - 16 სთ.

მიაქციეთ ყურადღება გლიკემიის დაქვეითება 70 მგ/დლ-ზე ქვევით დასაშვებია მხოლოდ =57 წთ;

ხოლო გამოხატული ჰიპოგლიკემია (<54 მგ/დლ) - მხოლოდ 14 წუთი!!!

რაც მიუთითებს მძიმე ჰიპოგლიკემიის საშიშ გავლენაზე ბავშვის ჯანმრთელობისთვის.

გაითვალისწინეთ ჩვენი რჩევები. მართეთ შაქრიანი დიაბეტი ბინის პირობებში სწორად და თქვენს ჯანმრთელობას საფრთხე არ შეექმნება!

R