70 წლის კიმ ბესინჯერმა წარუმატებელი ოპერაციით აალაპარაკა საზოგადოება - ერთ დროს ყველაზე სექსუალური ქალის ახლანდელი ცხოვრება - მშობლები

70 წლის კიმ ბესინჯერმა წარუმატებელი ოპერაციით აალაპარაკა საზოგადოება - ერთ დროს ყველაზე სექსუალური ქალის ახლანდელი ცხოვრება

2024-07-08 20:02:16+04:00

კიმ ბესინჯერი შარშან გახდა 70 წლის. ამერიკელი მსახიობი, მომღერალი და ფოტომოდელი, "ოსკარისა" და "ოქროს გლობუსის" მფლობელი, მსოფლიოს ყველაზე სექსუალურ ქალად არაერთხელ აღიარებული წლების წინ უზომოდ პოპულარული იყო. მაშინ ძირითადად მის როლებს, მორიგ გამოსვლას თუ გამონათქვამს განიხილავდნენ, ახლა კი ყურადღება წარუმატებელი პლასტიკური ოპერაციის გამო მიიპყრო. მსახიობი საკმაოდ უჩვეულოდ გამოიყურება და აშკარად არც ისე წარმატებულად ჩატარდა მორიგი კორექცია.

kim-basinger-69-looks-unrecognisable-as-she-shows-off-ageless-complexion-at-baby-shower-4613354-1720455007.jpg

ამერიკელი მსახიობი 1953 წლის 8 დეკემბერს არის დაბადებული ატენსში, ჯორჯიის შტატში, ხუთშვილიან ოჯახში. მამა ფინანსური კონსულტანტი იყო, დედა კი - მოდელი.

unnamed-1720455218.jpg

17 წლისამ გაიმარჯვა შტატის კონკურსში "მის ჯორჯია" და ნიუ-იორკში გადავიდა. "მის ამერიკაშიც" მონაწილეობდა და შემდეგ სამოდელო ბიზნესში ჩაერთო. 1970-იანი წლების დასაწყისში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ამერიკელი მოდელი იყო, რომელიც ათობით ჟურნალის გარეკანზე ჩნდებოდა.

gettyimages-138382632-612x612-1720455217.jpg

11111-3-1720455425.jpgarticle-2527060-02e1799b0000044d-19-634x812-1720455425.jpg

ამავე პერიოდში თეატრალური სკოლის წრეებზე დადიოდა და კლუბებში მღეროდა. 1976 წელს გადავიდა ლოს-ანჯელესში, რომ მსახიობი გამხდარიყო. პატარა როლებს მალე მოჰყვა პირველი მთავარი როლი ფილმში "მომნუსხველი პორტრეტი".

mv5bzta4n2yxmdgtodc2mi00yzzklthlogutn2qzodnknjm2mdzhxkeyxkfqcgdeqxvymte2nzc1mzkw-1720455575._V1_.jpg

1981 წელს ფილმ "მძიმე ქვეყნის" გადაღებებზე გაიცნო მხატვარი-გრიმიორი რონ ბრიტონი, რომელსაც მოგვიანებით ცოლად გაჰყვა და გაშორდა კიდეც. მანამდე მის პირად ცხოვრებაში იყვნენ მოდელი ტიმ სონდერსი, ფოტოგრაფი დეილ რობინეტი და ფეხბურთელი ჯო ნამატი.

unnamed-1-1720455781.jpg
რონ ბრიტონთან ერთად

თუმცა ფილმი წარუმატებელი აღმოჩნდა და კიმი კინოს მიტოვებასაც კი აპირებდა. ამავე პერიოდში "პლეიბოიში" გადაიღეს და რეჟისორებისგან მორიგი წინადადებები წამოვიდა.

c-playboy-us-021983-mit-kim-basinger-1720456135.jpg

kim-basinger-during-a-hair-coloring-demonstration-francesco-scavullo-1720455217.jpg47725016742-e0b29c7db7-b-1720455425.jpg

1983 წელს გადაიღეს ფილმში "არასოდეს თქვა "არასოდეს", მერე იყო რამდენიმე წარმატებული კომედია და რა თქმა უნდა, საკულტო "ცხრა-ნახევარი კვირა" მიკი რურკთან ერთად, რომელმაც ყველაზე დიდი პოპულარობა მოუტანა.

mv5bnta4mzgwoty2mv5bml5banbnxkftztcwmzcwmjq2mg-1720456295._V1_.jpg

ასევე წარმატებით ითამაშა ბეტმენის შეყვარებული, ხოლოფილმის "ქორწინების ჩვეულება" გადაღებებზე გაიცნო მსახიობი ალეკ ბოლდუინი, რომელზეც 1993 წელს დაქორწინდა.

gettyimages-2915689-1-1720455217.jpg

1995 წელს გააჩინა შვილი აილენდი, რის შემდეგაც მცირე შემოქმედებითი პაუზა ჰქონდა. დიდი დაბრუნება შედგა ფილმით "ლოს-ანჯელესის საიდუმლოებებში", რომელში შესრულებულმა მეძავის როლმაც "ოსკარი" მოუტანა.

cb835eed1a86f16973b33c6fe3bf5c74-1720457302.jpg

ამის შემდეგ კიმს არაერთი საინტერესო როლი ჰქონდა და პირად ცხოვრებაშიც იყო ცვლილებები - 2004 წელს გაშორდა ალეკ ბოლდუინს.

შემდეგ არ ჰქონია აფიშირებული ურთიერთობა 2014 წლამდე, როცა მიტჩ სტოუნს გაუმიჯნურდა - წყვილმა გადასაღებ მოედანზე გაიცნო ერთმანეთი, სტოუნი მას ვარცხნილობას უკეთებდა. მას მერე ერთად ცხოვრობენ.

abe850cf-d01e-42f1-9698-77fb7af0dfd9-1720455425.jpg

ერთი პერიოდი კიმის ქალიშვილიც ფიქრობდა სამოდელო ან სამსახიობო კარიერაზე, თუმცა შემდეგ გადაიფიქრა. ცოტა ხნის წინ გათხოვდა მუსიკოს RAC-ზე და შვილიც გააჩინა.

00e88192-f950-4f7b-9e64-583149949fe6-1720455424.jpg6bd430b7-2993-4c9e-bc02-4278eb5eddf8-1720455424.jpg8f45fb14-6c4d-43c0-a9c3-d4f3fc24ca6e-1720455424.jpg

რაც შეეხება კიმს, ის ამჟამადაც საყვარელ მამაკაცთან ერთად ცხოვრობს. ვეგეტარიანელია და აქტიურად გამოდის ცხოველების უფლებების დასაცავად. კვლავ ითვლება ერთ-ერთ ულამაზეს ქალად მსოფლიო კინოს ისტორიაში.

449825008-122158839866160913-768514771635025079-n-1720457937.jpg

s-l1200-1720455217.jpgcf6b38b2d046138f98c7a169bdaad006-1720455425.jpg

553655883289c04df3affb6a754614b7-1720455425.jpg22-5-1720455424.jpg