ქეთევან კიკნაძე 85 წლის ასაკში გარდაიცვალა - მშობლები

ქეთევან კიკნაძე 85 წლის ასაკში გარდაიცვალა

2024-07-09 14:34:03+04:00

85 წლის ასაკში გარდაიცვალა ქართული თეატრისა და კინოს გამორჩენილი მსახიობი, საქართველოს სახალხო არტისტი, შოთა რუსთაველის სახელობის პრემიის ლაურეატი ქეთევან კიკნაძე. ფართო მაყურებელმა ის ბეჩუნის როლით შეიყვარა მისი მეუღლის, ცნობილი რეჟისორის გიგა ლორთქიფანიძის მიერ გადაღებულ შესანიშნავ ფილმში "დათა თუთაშხია".