ისევ იკეთებენ თუ არა საქართველოში საქალწულე აპკის აღდგენის ოპერაციას: "ის შეიძლება სპორტის ან ტამპონის გამოც დაირღვეს" - ცნობილი პლასტიკური ქირურგი და გინეკოლოგი ტაბუდადებულ თემაზე - მშობლები

ისევ იკეთებენ თუ არა საქართველოში საქალწულე აპკის აღდგენის ოპერაციას: "ის შეიძლება სპორტის ან ტამპონის გამოც დაირღვეს" - ცნობილი პლასტიკური ქირურგი და გინეკოლოგი ტაბუდადებულ თემაზე

2024-07-10 07:09:33+04:00
ჰიმენოპლასტიკა, იგივე ქალწულობის ქირურგიული გზით აღდგენა, საქართველოში პოპულარული 2000-იან წლებში გახდა, როდესაც ცნობილმა პლასტიკურმა ქირურგებმა ამაზე საუბარი ხმამაღლა დაიწყეს. თუმცა ცხადია, მსგავსი ოპერაციები საბჭოთა საქართველოშიც ტარდებოდა, ოღონდ მაშინ ამაზე ხმამაღლა არავინ საუბრობდა.

2010 წელს პლასტიკური ქირურგი საშა კალანტაროვი გაზეთ "ყველა სიახლესთან" ჰყვებოდა, რომ მის კაბინეტს ხშირად აკითხავდნენ გოგონები საქალწულე აპკის აღდგენის მოთხოვნით, თუმცა იყო შემთხვევები, როდესაც აღმოჩენილა, რომ სქესობრივი აქტის მიუხედავად, ისინი ქალიშვილები რჩებოდნენ.

საშა კალანტაროვი:

- ყოფილა შემთხვევა, როდესაც გოგონა მოსულა და უთხოვია, ქალწულობა აღმიდგინეთო, მაგრამ როდესაც გაგვისინჯავს, ქალწული აღმოჩენილა. ეს საქალწულე აპკის თავისებურებათა ბრალია. არსებობს უამრავი სახის საქალწულე აპკი, მათ შორის ისეთიც, რომელიც სექსუალური კონტაქტის მიუხედავად, არ სკდება. როდესაც ვეუბნები, აპკი დაუზიანებელი გაქვთ, კვლავ ქალწული ხართ-მეთქი, სიხარულისგან ჭკუიდან გადადიან...

ჯერ კიდევ 2012 წელს პლასტიკური ქირურგის, გუგა კუზანოვის ინტერვიუმ, სადაც ამბობდა, რომ მარხვის პერიოდში ქალწულობის აღდგენის ოპერაციები არ კეთდება, რადგან ქორწილები არ იმართება, საზოგადოება შოკში ჩააგდო. როგორც სტატიის მომზადებისას გავარკვიეთ, 2024 წელს საქართველოში ქალები აპკის აღსადგენად კლინიკებს იშვიათად აკითხავენ.

ორი სახის ოპერაცია - დროებითი და მუდმივი

არსებობს ჰიმენოპლასტიკის ორი სახეობა. პირველი, როდესაც პაციენტის საქალწულე აპკი იკერება მცირე ხნით – რამდენიმე დღით, ამ მეთოდს ქორწილის წინა დღეებში მიმართავენ. და მეორე ვარიანტი, როცა ქალიშვილობა მთლიანად აღდგება. ორივე ოპერაციის შემდეგ შესაძლებელია ქალს ჰქონდეს ვაგინალური სისხლდენა ან გართულებები, ასევე ტკივილი სქესობრივი აქტის დროს. ამის შესახებ ექიმები მათ ყოველთვის აფრთხილებენ.

განაგრძეთ კითხვა

განაგრძეთ კითხვა