ცხელი დღეები დაიწყო და ექსპერტები ვარაუდობენ, რომ 2024 წელი ყველაზე ცხელი წელი იქნება. ამის პირველ მიზეზად კლიმატის ცვლილება სახელდება, ამასთან, ატმოსფეროში სათბურის აირებს საწვავის მოხმარება ზრდის, რაც საშუალო გლობალური ტემპერატურის ზრდას განაპირობებს. წინასწარი შეფასებით, წელსაც მთელ მსოფლიოში ტემპერატურა 1-2 გრადუსით მოიმატებს. რამდენად ცხელი დღეები გველოდება საქართველოში, ამ კითხვით გრძელვადიანი პროგნოზების განყოფილების უფროსს, ხათუნა ქოქოსაძეს მივმართეთ.
- ჩვენ ვამბობდით, რომ ივნისში ნორმასთან შედარებით მაღალი ტემპერატურა იქნებოდა და ასეც მოხდა - ყველაზე მაღალი ტემპერატურა უკვე დაფიქსირდა 5 ივნისს ქუთაისში - 37 გრადუსი. ივნისში აღმოსავლეთ საქართველოში ყველაზე მაღალი 35 გრადუსი იყო, ასეთივე ტემპერატურა იყო რამდენიმე დღის განმავლობაში თბილისშიც. ამ ზაფხულს ტემპერატურა საქართველოში 1-2 გრადუსით მაღალი იქნება ნორმასთან შედარებით, ნალექი კი ნორმის ფარგლებში. ცალკეულ დღეებში დაბლობსა და ბარში შესაძლებელია ტემპერატურის მომატება 39-42 გრადუსამდეც კი. მაგალითად, დასავლეთ საქართველოში 37-40 გრადუსამდე მოიმატებს, მაღალმთიან რაიონებში კი 37-39 გრადუსამდე. მაღალი იქნება ტემპერატურა აღმოსავლეთ საქართველოშიც, განსაკუთრებით ივლისი-აგვისტოს პირველ ნახევარში.
- წვიმები თუ იქნება ივლის-აგვისტოში?