"დნმ-ის ტესტი გავიკეთე, მე 100%-ით ქართველი ვარ" - თურქული შოუბიზნესის ულამაზესი ვარსკვლავი ქართველი აღმოჩნდა: რა არის ცნობილი პოპულარულ მსახიობზე - მშობლები

"დნმ-ის ტესტი გავიკეთე, მე 100%-ით ქართველი ვარ" - თურქული შოუბიზნესის ულამაზესი ვარსკვლავი ქართველი აღმოჩნდა: რა არის ცნობილი პოპულარულ მსახიობზე

2024-07-10 21:37:33+04:00

უკვე სამი დღეა რაც თურქული მედია ცნობილი თურქი მსახიობისბურჩუ ბინიჩისშესახებ წერს. ცოტა ხნის წინ, ბურჩუ 7-თვიანი ქორწინების შემდეგ, ქმარს დაშორდა და ეს ამბავი ყვითელი პრესის განხილვის მთავარი თემა იყო.

თუმცა მხოლოდ ეს არ არის - მსახიობმა ამჯერად სულ სხვა ამბით მიიპყრო მედიისა და თაყვანისმცემლების ყურადღება. ჟურნალისტებთან საუბრისას გამოაცხადა, რომ "დნმ-ის ტესტი გაიკეთა და 100%-ით ქართველი და ლაზი აღმოჩნდა.“

ბინიჩი ამბობს, რომ განქორწინების შემდეგ გადაწყვიტა, რომ დნმ-ის ტესტი ჩაეტარებინა და შედეგი მისთვისაც საინტერესო აღმოჩნდა.

"ჩემი ფესვები 100 პროცენტით ქართული და ლაზურია... მე 100%-ით ქართველი ვარ," - ამბობს მედიასთან ბურჩუ.

"ჩემი ფესვები კავკასიიდან მოდის. მეგონა, რომ ჩემი ფესვები რიზედან იყო, მაგრამ როცა დნმ-ის ტესტი გავიკეთე, გაკვირვებული დავრჩი, როდესაც გავიგე საიდან მოდის ჩემი ფესვები", - განაცხადა მან. განაგრძეთ კითხვა