ცნობილი გოგონა, რომელიც მოძალადე დედის მკვლელობის შემდეგ ციხიდან გამოვიდა, საზოგადოებას ახალ ამბავს უმხელს:  "ეს არ იყო დაგეგმილი, ძალიან მოულოდნელია" - მშობლები

ცნობილი გოგონა, რომელიც მოძალადე დედის მკვლელობის შემდეგ ციხიდან გამოვიდა, საზოგადოებას ახალ ამბავს უმხელს:  "ეს არ იყო დაგეგმილი, ძალიან მოულოდნელია"

2024-07-11 12:14:56+04:00

ამერიკელი ჯიფსი როუზ ბლანშარის ამბავი მსოფლიოში ცნობილია. რვაწლიანი პატიმრობის შემდეგ ჯიფსი ახლახან გაათავისუფლეს. როგორც ცნობილია, მას დედამ 23 წელი ეტლში გაატარებინა და ჯანმრთელ ადამიანს უამრავ სამედიცინო პროცედურას თვითნებურად უტარებდა. როგორც მოგვიანებით გაირკვა, დედამისს დი-დი ბლანშარს მიუნჰაუზენის დელეგირებული სინდრომი ჰქონდა და ეს იყო მიზეზი მისი ქცევის. ეს ძალადობის იშვიათი ფორმაა, რომლის დროსაც ადამიანი იგონებს თავის ან ბავშვის ავადობას, რათა სხვების ყურადღება მიიპყროს.

როგორც კი წამოიზარდა, როუზმა ნელ-ნელა გააცნობიერა, რომ მის თავს რაღაც არანორმალური ხდებოდა. 23 წლის ასაკში კი ბოიფრენდთან ერთად დედის მკვლელობა დაგეგმა. მკვლელობისთვის მას 10 წლით პატიმრობა მიუსაჯეს, თუმცა რვა წელიწადში გაათავისუფლეს და ახალი ცხოვრება დაიწყო. გოგონას დედის მკვლელობის გამო გაასამართლეს.

ციხიდან გამოსულმა დამალვის ნაცვლად, საჯარო ცხოვრებას მიჰყო ხელი - ბლოგი წამოიწყო სოციალურ ქსელში, საკუთარი რეალითი შოუც აქვს ამერიკულ არხზე და თავის სიახლეებს ყველას უმხელს. ამჯერად გამოაცხადა, რომ ორსულად არის. მომავალი ბავშვის მამა კენ ურკერია, რომელიც როუზმა ჯერ კიდევ ციხეში ყოფნისას გაიცნო - პროგრამის მეშვეობით, რომელიც პატიმრებს აძლევს საშუალებას, დისტანციურად, მიმოწერით შეიძინონ მეგობრები. წყვილი დაინიშნა კიდეც. მოგვიანებით თითქოს დაშორდნენ ერთმანეთს, თუმცა კვლავ ერთად არიან და 2025 წელს მშობლებიც გახდებიან.

blansh-1-1720686435.jpg
"11 კვირის ორსული ვარ. ეს არ იყო დაგეგმილი, ძალიან მოულოდნელია, თუმცა ორივეს ძალიან გაგვიხარდა. ალბათ გამოჩნდებიან ადამიანები, რომლებიც იტყვიან, რომ არ ვარ მზად დედობისთვის. თუმცა მე არ ვიცი, ვინმე არის კი ოდესმე მზად დედობისთვის? უბრალოდ მინდა, კარგი დედა ვიყო ჩემი შვილისთვის. არ მინდა ვიყო ისეთი, როგორიც იყო დედაჩემი", - ამბობს როუზი.
ცნობისათვის, ციხიდან გამოსვლის შემდეგ როუზ ბლანშარმა გამოცემა People-ს გაუმხილა, თუ რას გრძნობდა დედის წნეხის ქვეშ მყოფი. "ეს იყო პანიკა და სასოწარკვეთა, ის ჩემთვის კიდევ ერთი ოპერაციის გაკეთებას გეგმავდა, რომელიც არ მინდოდა და ვეხვეწებოდი, რომ გადაეფიქრებინა.

მას წლების განმავლობაში დაატარებდა დედა ექიმებთან და უამრავ არასაჭირო სამედიცინო პროცედურას უტარებდა. ქალმა დაარწმუნა ქალიშვილი და სხვა ადამიანები, რომ გოგონას მრავალი სერიოზული დაავადება აწუხებდა.

როუზმa იმ ოპერაციის შესახებაც ისაუბრა, რომელიც დედამისს მისთვის უნდა გაეკეთებინა, თუმცა აღარ დასცალდა. „დაგეგმილი იყო ოპერაცია ხორხზე, რადგან დედაჩემი თვლიდა, რომ ხმის იოგებზე რაღაც მჭირდა. ზედმეტად მაღალი ხმა გაქვსო. მეუბნებოდა, რომ მალე სუნთქვა გამიჭირდებოდა, მაგრამ მაინც არ მინდოდა ამ ოპერაციის გაკეთება. ამის შესახებ დედაჩემს ვუთხარი.მაგრამ დედამ ოპერაციის საჭიროების განხილვაზეც კი უარი თქვა. მაშინვე მითხრა, მაინც მოგიწევს ამის გაკეთებაო... მაშინ გავიფიქრე, რომ ასე ცხოვრებას ვეღარ გავაგრძელებდი“, - ამბობს როუზი.

მისივე თქმით, დედისგან თავის დასაღწევად მხოლოდ მკვლელობაზე არ უფიქრია, სხვა ვარიანტებზეც ფიქრობდა, მაგრამ ამბობს, რომ სხვა გზა ვერ იპოვა. კიდევ ერთი არასაჭირო ოპერაციის გარდა, ემოციური და ფიზიკური შეურაცხყოფასის გაძლებაც უწევდა. ამიტომ სთხოვა თავის ბოიფრენდს, ნიკოლას გოდეჯონს, მოეკლა დი-დი, სანამ თავად აბაზანაში იმალებოდა.

2016 წელს როუზმა დანაშაული აღიარა მეორე ხარისხის მკვლელობაში, ხოლო გოდეჯონი პირველი ხარისხის მკვლელობისთვის გაასამართლეს და სამუდამო პატიმრობა მიუსაჯეს. როუზმა People-ს განუცხადა, რომ ძალიან ნანობდა იმ ქმედებებს, რამაც დედის სიკვდილი გამოიწვია.

„გამოსწორების შანსი რომ მქონდეს, დავბრუნდებოდი ბავშვობაში და ხმამაღლა ვიტყოდი, რომ ავად არ ვარ. ან ნიკს ვეტყოდი, მოდი პოლიციაში წავიდეთ-თქო... სულ ამაზე ვფიქრობ. არავის ეგონოს, რომ მოხარული ვარ მისი სიკვდილით ან ვამაყობ იმით, რაც გავაკეთე. ყოველდღე ვნანობ ამას."

დედამ ჯანმრთელ ქალიშვილს 23 წელი ეტლში გაატარებინა, ძლიერ წამლებს ასმევდა და ყველას არწმუნებდა, რომ სასიკვდილო დაავადება ჰქონდა - ქალიშვილის შურისძიება და ამბავი, რომელმაც მსოფლიო აღაშფოთა