"მამა გარდაცვლილი ჰყავს და ოჯახის საჭიროებიდან გამომდინარე მუშაობდა" - რას ჰყვება ბათუმში დაღუპული ბიჭის მასწავლებელი? - მშობლები

"მამა გარდაცვლილი ჰყავს და ოჯახის საჭიროებიდან გამომდინარე მუშაობდა" - რას ჰყვება ბათუმში დაღუპული ბიჭის მასწავლებელი?

2024-07-12 17:12:07+04:00

ტრაგედია დატრიალდა ბათუმში, სიმაღლიდან ვარდნის შედეგად18 წლის ირაკლი ირემაძეგარდაიცვალა. ადგილობრივების ინფორმაციით, ბიჭი მეოთხე სართულიდან გადავარდა.

სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადას ბიჭი უკვე გარდაცვლილი დახვდა.

ტრაგედია ლეონიძის ქუჩაზე მდებარე შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტთა საერთო საცხოვრებლის სახურავის რეაბილიტაციისას მოხდა. სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული კომპანია “ალიგატორი-1” აწარმოებდა. არსებული ინფორმაციით, კომპანიის წარმომადგენლის ნათესავი იყო სწორედ დაღუპული არასრულწლოვანი.

AMBEBI.GE-ს ირაკლის კლასის დამრიგებელი ნინო ზაქარიაძე ესაუბრა:

"ირაკლის ინგლისურს ვასწავლიდი, თან მისი კლასის დამრიგებელი ვარ. ირაკლი დვაბზუდან დადიოდა ნასაკირალის სკოლაში. განაგრძეთ კითხვა