ქალი კამერების ჩანაწერზე, რომელსაც ჩემოდანში გარდაცვლილი ბავშვი ჰყავს, მისი დედა აღმოჩნდა - საზარელ დანაშაულს პოლიცია იძიებს - მშობლები

ქალი კამერების ჩანაწერზე, რომელსაც ჩემოდანში გარდაცვლილი ბავშვი ჰყავს, მისი დედა აღმოჩნდა - საზარელ დანაშაულს პოლიცია იძიებს

2024-07-13 10:46:40+04:00
საზარელი შემთხვევა გუშინ მოხდა რუსეთის ქალაქ პერმში. დილას ადრე უსახლკარომ ნაგვის ურნასთან შავი ჩემოდანი იპოვა და სასწრაფოდ გახსნა იმ იმედით, რომ იქ რამე სასარგებლოს იპოვიდა. თუმცა ჩემოდანში გარდაცვლილი ბიჭუნა აღმოაჩინა, მრავლობითი ტრავმებით, სისხლიანი... და ეს არ არის საშინელებათა ფილმის სცენარი, ეს ნამდვილად მოხდა.
უსახლკარომ პოლიცია გამოიძახა. მაშინვე დაიწყო ძიება, ახლომახლო ტერიტორიების დათვალიერება, გარდაცვლილის ამოცნობაზე მუშაობა და კამერების ჩანაწერების გაშიფვრა.
სწორედ კამერემის ჩანაწერებმა მოჰფინა მცირე სინათლე საქმეს - კამერებმა დააფიქსირეს, როგორ დადის მთელი ღამის განმავლობაში ახალგაზრდა ქერა ქალი ჩემოდნით, ხან ხიდზე გადადის და ჩერდება, ხან ქუჩებს უვლის და თითქოს უმიზნოდ დახეტიალობს. ბოლოს უახლოვდება იმ ადგილს, სადაც იპოვეს ბავშვის ცხედარი. მოგვიანებით ექსპერტებმა აღნიშნეს, რომ სავარაუდოდ ქალს ჩემოდნის გადაგდება უნდოდა მდინარეში, თუმცა მძიმე ჩემოდანს ვერ მოერია...
728x546-1-afb303fe2566876f3cc0a5e1085f44051280x960-0xspleyadd-0445393958384992721-1720853468.jpg
კამერებზე ასახული ქალი მალევე ამოიცნეს. ის ადგილობრივი მცხოვრები, 34 წლის ქალი აღმოჩნდა, ხოლო გარდაცვლილი - მისი 9 წლის შვილი. ქალი შვილს მარტო ზრდიდა - ბავშვის მამა ემიგრაციაში წავიდა წლების წინ. ბავშვი ბაღში დადიოდა, თუმცა სკოლაში აღარ უვლიდა - დედამ გამოაცხადა, რომ სახლში ასწავლიდა. ისიც გაირკვა, რომ ბოლო პერიოდში მას მეგობარი მამაკაცი ჰყავდა. ამჟამად ქალიც და მისი მეგობარი მამაკაციც მიმალვაში არიან და ეძებენ. მხოლოდ მათი მოძებნის შემდეგ გაირკვევა რა მოხდა, ვინ და რა საბაბით მოკლა ბიჭუნა და როგორ დაიგეგმა ეს საზარელი დანაშაული.