ცნობილ მოდელი რუსა ჩაჩუა, რომელიც ოთხი შვილის დედაა, სამ უმცროს შვილთან ერთად გადაღებულ ფოტოებს აქვეყნებს შემდეგი მინაწერით: "ამაზე მეტი რა შეიძლება არსებობდეს?! რომელი მიღწევა, ჯილდო ან ტიტული? ძალიან მაკლია ორი მამაკაცი რომელიც მთავარი მამაკაცები არიან ჩემ ცხოვრებაში".
რუსა ჩაჩუას და ბიზნესმენ დიმა ნაფეტვარიძეს ულამაზესი ოჯახი აქვთ. რუსას პირველი ქორწინებიდან ჰყავს ორი უფროსი შვილი, დიმა ნაფეტვარიძესთან ქორწინებაშიც ორი შვილი შეეძინა და ისინი ერთ დიდ ბედნიერ ოჯახად ცხოვრობენ.
რუსა დღესაც წარმატებული ფოტომოდელი და ინფლუენსერია და ცნობილ ბრენდებს არეკლამებს.