7 თვის წინ დაწყებული "საუკუნის ქორწილი" კვლავ გრძელდება და ხარჯებმა მილიარდ დოლარს მიაღწია - ინდოელმა წყვილმა ამჯერად ოფიციალურად იქორწინა (ფოტო+ვიდეო) - მშობლები

7 თვის წინ დაწყებული "საუკუნის ქორწილი" კვლავ გრძელდება და ხარჯებმა მილიარდ დოლარს მიაღწია - ინდოელმა წყვილმა ამჯერად ოფიციალურად იქორწინა (ფოტო+ვიდეო)

2024-07-13 17:43:10+04:00

ამ ქორწილმა, რომელიც უკვე რამდენიმე თვეა გრძელდება, მართლაც მსოფლიო აალაპარაკა და სამართლიანად ეწოდა "საუკუნის ქორწილი". უკვე სათვალავი აერია საზოგადოებას, რამდენი ცერემონია და წვეულება მოაწყვეს წყვილის დაქორწინების აღსანიშნავად, რამდენი ასეული მილიონი თუ უკვე მილიარდიც კი დაიხარჯა, რამდენჯერ გამოიცვალეს ძვირად ღირებული სამოსი და რომელი ვარსკვლავები სტუმრობდნენ ღონისძიებებს.

ამჯერად, 12 ივლისს, 29 წლის ანანტ ამბანიმ, აზიის უმდიდრესი ადამიანის, მილიარდერ მუკეშ ამბანის ვაჟმა და ასევე მილიარდერ ვირენ მერჩანტის ქალიშვილმა, 29 წლის რედიკა მერჩანტმა ოფიციალურად იქორწინეს.

თვეების განმავლობაში რამდენიმე ძვირად ღირებული კაბა გამოიცვალა რედიკამ, თუმცა გუშინ Abu Jani Sandeep Khosla-ს ინდური კაბა ეცვა რომელიც ხელით იყო შეკერილი, უშველებელი შლეიფი ამშვენებდა და უძვირფასესი ოჯახური სამკაულებით იყო შემკული, მათ შორის, ბრილიანტებითა და ზურმუხტებით.

ქორწინების თარიღი წყვილმა ასტროლოგების დახმარებით აარჩია. 12 ივლისს შედგა ძირითადი ცერემონია, ხოლო 13 ივლისს სტუმრები შეკრიბეს შუბხ აშირვადზე - ჯვრისწერის მსგავს რიტუალზე. დრესკოდი აქაც ინდური სამოსი იყო.

856e6508-4152-49be-9341-500ba3acd128-1720880347.jpg

სტუმრებს ყველა ღონისძიებაზე ევალებოდათ მკაცრი დრესკოდის დაცვა - ინდურ სტილში ჩაცმა. ასე გამოცხადდნენ კიმ და ქლოე კარდაშიანები, პრიანკა ჩოპრა ქმრით, სტილისტი ლოუ როუჩი, ცნობილი ინგლისელი პოლიტიკოსები ბორის ჯონსონი და ტონი ბლერი ოჯახებით და ა.შ.

kim-kardashian-john-cena-nick-jonas-priyanka-chopra-at-anant-ambani-and-radhika-merchants-mumbai-wedding-071224-d7c24d143bc64bbbb98eaeb89211d3a3-1720880348.jpg

400x600-1-223ffa791a06aee03e6fe7732ed556981838x2759-0x1jk6xxcv-3945580347600025100-1720942313.jpg

3500x2846-0x7tdotrxs-6071728619359033529-1720942314.jpg

ქორწილი ამჯერად მუმბაის საგამოფენო ცენტრში შედგა, რომელიც საზეიმოდ იყო მორთული. რასაკვირველია, ინდური მუსიკისა და ცეკვების თანხლებით.

8761-inside-anant-ambani-radhikas-haldi-ananya-panday-shanaya-orry-and-others-in-their-best-goofy-mood-pi-1720880347.jpg

როგორც ცნობილია, წინა ღონისძიებებზე მსოფლიო ვარსკვლავები ართობდნენ სტუმრებს. მაგალითად, მარტში წინასაქორწინო წვეულებაზე რიანამ იმღერა. მაშინ სტუმრებს შორის ბილ გეიტსი და მარ ცუკერბერგიც იყვნენ. მხოლოდ ის ღონისძიება 350 მლნ დოლარზე მეტი დაჯდა.

1709705074769-1720880667.jpg

ივნისის შუალედში ანანტა და რადიკა ათასამდე სტუმართან ერთად კრუიზში გაემართნენ ხმელთაშუა ზღვაზე, ხომალდით. ბორტზე სტუმრებისთვის მღერიდნენ Backstreet Boys-ი, რომში - დევიდ გუეტა, კანში - კეტი პერი. ახლახან კი, ივლისის დასაწყისში, ჯასტინ ბიბერს გადაუხადეს რამდენიმე მილიონი, რომ წყვილის პატივსაცემად მოწყობილ ტრადიციულ ინდურ ღონისძიებაზე ემღერა.

anant-ambani-wedding-traffic-restrictions-1720880347.jpganant-radhika-varmala-video-d-jpg-1720847875184-1720847875592-600x338-1720880347.jpgc22ad646-8655-44ca-85f6-deb4f53f1e08-1720880348.jpg

1440x1800-0xc0jtu7yd-0449481418599313990-1720942313.jpg1027x1280-0xdogiwak0-5616959596242541078-1720942313.jpg935x935-0xeemdrqkc-7353271691221874809-1720942313.jpg

ანანტის მამა - მუკეშ ამბანი მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანების სიაში მე-11 ადგილზეა, აზიაში კი ყველაზე მდიდარი ადამიანია. ანანტი მამის კუთვნილი ერთ-ერთი უდიდესი კომპანიის მმართველია. ასევე მამის კუთვნილი ფარმაცევტული ფირმის დირექტორთა საბჭოს წევრია პატარძალი - რადიკა მერჩანტი. თუმცა მუკეშ ამბანის დინასტია ბევრად ძლევამოსილია. მუკეშის შესახებ რამდენიმე წლის წინ გაიგო მსოფლიომ, როცა საკუთარი ოჯახისთვის ყველაზე მაღალი, კერძო ცათამბჯენი ააშენა.

catambjeni-1-1720881113.jpg

იხილეთ ვრცლად ამბანის დინასტიის ცათამბჯენზე, რომელიც დღესაც აოცებს მნახველს.

dcc6256a-7e18-4723-8e2c-fe04f0656571-1720880348.jpg
ამბანების დინასტია

ანანტიმ ჯერ კიდევ შარშან იანვარში სთხოვა ხელი საცოლეს, საქორწილო ამბები კი გაზაფხულზე დაიწყო. ინდურ პრესაში ანანტის შესახებ ისიც დაიწერა, თუ რატომ აქვს ზედმეტი წონა. როგორც გაირკვა, მას ქრონიკული ასთმა აქვს ბავშვობიდან და მკურნალობის პერიოდში დიდხანს იღებდა სტეროიდებს. გარდა ამისა, დიაბეტი აქვს და ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო ვერ იკეთებს ოპერაციას. მისი ძლევამოსილებისა და სიმდიდრის მიუხედავად, წონის გამო სკოლაში სულ პრობლემები ჰქონია და ხშირად იყო დაცინვის ობიექტი.

2014 წელს გადაწყვიტა გახდომა - იმ დროისთვის 200 კილოგრამს იწონიდა და ორ წელიწადში 108 კილოგრამი დაიკლო. თუმცა გარკვეული დროის შემდეგ ისევ მოიმატა და მუდმივად იბრძვის ზემდეტი წონის მოსაკლებად.

8eb77d07-195c-4997-b502-8123f112617a-1720880347.jpg

89de8a65-7962-4231-ade5-d358286c774d-1720882028.jpg

ანანტზე ისიც არის ცნობილი, რომ ბავშვობიდან გატაცებულია ეკოლოგიური თემებით, ბუნების დაცვით და განსაკუთრებულად უყვარს ცხოველები. მთელ ინდოეთში იცავს სპილოებს და ჯამნაგარში ცენტრიც ააშენა ველური სპილოების დასაცავად. ცხოველების სიყვარულს საიუველირო სამკაულების სახითაც გამოხატავს და ხშირად უკეთია გულსაბნევები ცხოველების გამოსახულებით. ასევე გატაცებულია საათების შეგროვებით და იშვიათი კოლექცია აქვს. მაგალითად, მის კოლექციაშია Richard Mille RM56-02-ის საათი, რომელიც 2,5 მლნ დოლარი ღირს.