"იმდენად არ მინდა გახსენება, რომ ბევრმა არც იცის ეს ეტაპი ჩემი ბიოგრაფიიდან... მე თვითონაც დავიწყებული მაქვს..." - ნინო სუხიშვილი პირველ მეუღლეზე - მშობლები

"იმდენად არ მინდა გახსენება, რომ ბევრმა არც იცის ეს ეტაპი ჩემი ბიოგრაფიიდან... მე თვითონაც დავიწყებული მაქვს..." - ნინო სუხიშვილი პირველ მეუღლეზე

2024-07-14 20:42:46+04:00

ნინო სუხიშვილი ეკა ჩხეიძეს სტუმრობდა გადაცემაში და ბევრ თემასთან ერთად, პირად ცხოვრებაზეც ისაუბრა. შეკითხვაზე, თუ ყოფილა მის ცხოვრებაში ადამიანი, რომელზეც უფიქრია, ნეტა არ გამეცნო, ნეტა არ ყოფილიყო ის მის ცხოვრებაში, მან უპასუხა:

"დიახ, ასეთი იყო ჩემი პირველი მეუღლე. ეს იმდენად დიდი ხნის წინ იყო და იმდენად მცირე პერიოდით, მე თვითონც დავიწყებული მაქვს. ეს თითქოს სხვა ცხოვრებაში იყო, თითქოს სხვისი თავგადასავალია და არა ჩემი, ისეთი დამოკიდებულება მაქვს... თითქოს ეს ჩემს თავს არ იყო. იმდენად არ მინდა გახსენება, რომ ბევრმა არც იცის ეს ეტაპი ჩემი ბიოგრაფიიდან".
ნინომ ასევე უპასუხა შეკითხვას, ჰყვარებია თუ არა ცხოვრებაში და აღნიშნა, რომ ამის გარეშე ცხოვრება შეუძლებელია. თუმცა ისიც თქვა, რომ გაგიჟებით შეყვარებული არასდროს ყოფილა. ერთადერთი, რაც გაგიჟებით უყვარს, ეს მისი საქმეა - ანსამბლი სუხიშვილები.
8e023f00-60ae-4ff7-ac2b-c0342e7503eb-1721021813.jpg
დედასთან და ბებიასთან ერთად
ცნობისათვის, ნინო სუხიშვილის მეორე მეუღლე, ბიზნესმენი ზურაბ ლეჟავა, 2023 წლის თებერვალში გარდაიცვალა.
nino-1677393215-1720975927.jpg
მე არ მყავს ჩემი შვილი... ჯანმრთელობის გამო ვერ გავაჩინე... მაგრამ ილიკოს შვილები ჩემი შვილები არიან... - ნინო სუხიშვილი