15 ივლისს ბაღებში რეგიტრაციის მეორე ეტაპი იწყება - რომელი ასაკიდან შეძლებთ ბავშვის დარეგისტრირებას - მშობლები

15 ივლისს ბაღებში რეგიტრაციის მეორე ეტაპი იწყება - რომელი ასაკიდან შეძლებთ ბავშვის დარეგისტრირებას

2024-07-14 23:31:08+04:00
15 ივლისს თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღებში ელექტრონული რეგისტრაციის მეორე ეტაპი 10:00 საათზე დაიწყება. ამის შესახებ ინფორმაციას ბაგა-ბაღების მართვის სააგენტო ავრცელებს. უწყების ცნობით, რეგისტრაციის ეს ეტაპი 21 ივლისის ჩათვლით გაგრძელდება .
მეორე ეტაპზე რეგისტრაციას გაივლიან თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული 2-დან 6 წლამდე ასაკის ბავშვები.
რეგისტრაცია წარიმართება ვებგვერდზე www.kids.org.ge

რეგისტრაციისთვის საჭირო დოკუმენტებია:

  • სამხედრო მოსამსახურეთა შემთხვევაში, თავდაცვის სამინისტროს მიერ გაცემული ცნობა, მშობლების პირადობის მოწმობის ასლები, ბავშვის დაბადების მოწმობის ასლი.
  • განსაკუთრებული საჭიროების მქონე ბავშვების შემთხვევაში: შესაბამისი სამედიცინო დაწესებულების მიერ გაცემული ფორმა N100 ან ფორმა N50, ბავშვის დაბადების მოწმობის ასლი და მშობლების პირადობის მოწმობის ასლები. ამასთანავე, რეგისტრაციისთვის გადმოგზავნილ დოკუმენტაციასთან ერთად, აუცილებელია მშობლის საკონტაქტო ინფორმაციისა და სასურველი ბაღის ნომრის მითითება.
  • თანამშრომელთა შვილების რეგისტრაციისთვის საკმარისია, შესაბამისი ბაგა-ბაღის სარეზერვო სიაში ბავშვის მონაცემების ატვირთვა.

რეგისტრაციის გავლას შეძლებს ყველა ის ბავშვი, რომელსაც სასწავლო-სააღმზრდელო წლის დასაწყისში, 16 სექტემბრის მდგომარეობით, შეუსრულდება ორი წელი.