15 და 16 ივლისს აბიტურიენტები გამოცდას ისტორიაში აბარებენ. წელს 21 400-ზე მეტმა აბიტურიენტმა სწორედ ისტორიას მიანიჭა უპირატესობა. თუ 2023 წლის მონაცემებს შევადარებთ, გასულ წელს, ისტორია 22 200-მდე აბიტურიენტმა აირჩია. აბიტურიენტთა ჯგუფებში ისტორიის წლევანდელ ტესტს განიხილავენ. უმეტესობა აღნიშნავს, რომ ტესტი რთული არ იყო, თუმცა ახალი ტიპის დავალებებიც შეხვდათ, რაც წინა წლების ტესტებში არ გამოუყენებიათ.
ვიდრე შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი 2024 წლის გამოცდების ოფიციალურ სტატისტიკურ მონაცემებს გამოაქვეყნებს, იქამდე გასული წლების სტატისტიკას გადავხედოთ. სტატისტიკის მიხედვით, მიუხედავად იმისა, რომ ყოველ წელს ისტორიას ყველაზე მეტი აბიტურიენტი ანიჭებს უპირატესობას, მაქსიმალური შეფასების მიღებას ბევრი ვერ ახერხებს:
2023 წელს ისტორიაში მაქსიმალური შეფასება - 60 ქულა 8 აბიტურიენტმა მიიღო. მინიმალური კომპეტენციის ზღვარი ვერ გადალახა აბიტურიენტთა 5.53 % -მა.
2022 წელს ისტორიაში მაქსიმალური შეფასება - 60 ქულა 7-მა აბიტურიენტმა მიიღო. მინიმალური კომპეტენციის ზღვარი ვერ გადალახა აბიტურიენტთა 6.68 % -მა.
2021 წელს ისტორიაში მაქსიმალური შეფასება - 60 ქულა 5-მა აბიტურიენტმა მიიღო. ზღვარი გადალახა78%-მა.
2020 წელს ისტორიაში მაქსიმალური შეფასება - 60 ქულა 10-მა აბიტურიენტმა მიიღო. ზღვარი გადალახა6%-მა.
აღსანიშნავია, რომ ისტორია 2022 წელსაც ყველაზე მეტმა - 21 800-მდე აბიტურიენტმა აირჩია. 2021 წელს კი - 22 200-მდე აბიტურიენტმა.
თამარ იაკობაშვილი