ივნისის ბოლოს, ცნობილი ქართველი იუთუბერი და რეპერინათია მეგრელიძე,იგივე"ენაისი“დაქორწინდა. მისი რჩეული ასევე მუსიკოსი ქართული ჰიპ-ჰოპის სამყაროში არანაკლებ ცნობილი,დათო მეზი გახდა. წყვილმა ჯვარი სამების საკათედრო ტაძარში დაიწერა, შემდეგ კი მეგობრებთან ერთად, ღია ცის ქვეშ წვეულება გამართეს. რეპერების ქორწილმა ქართული ჰიპ-ჰოპის ფონზე ჩაიარა. საღამოს სთენდაფერი, იუმორით გამორჩეული ნინო მეგრელიძე უძღვებოდა.
- მუსიკას ღრმა ბავშვობიდან ვუსმენ. ჰიპ ჰოპამდე, იყო არაერთი ჟანრი, რომელსაც ვუსმენდი. ბავშვობაში, ძირითადად, “The Beatles”-ს ვუსმენდი მამაჩემის გავლენით. ისიც ხელოვანი ადამიანია - მხატვარი, თან უკრავს და ესმის მუსიკა. შესაბამისად, გარკვეულ პერიოდამდე, მამის, ასე ვთქვათ, “ფლეილისთს” ვუსმენდი-ხოლმე. დაახლოებით 13-14 წლიდან, დავინტერესდი ჰიპ ჰოპით. მაშინ პოპულარულები იყვნენ ისეთი ცნობილი არტისტები, როგორებიც არიან სნუპ დოგი, 50 ცენტი, ემინემი და ა.შ.
ზოგადად, ინგლისური ენა ბავშვობიდანვე კარგად ვიცი, რადგან უცხო ენებისადმი მიდრეკილება მაქვს და მარტივად ვითვისებ. ცხადია, მაშინ გააზრებულად არ ვუსმენდი ტრეკებს. მეტ ყურადღებას ვაქცევდი ჟღერადობას. პარალელურად, დავინტერესდი “ბითბოქსინგით”. ერთ დღეს, გადავწყვიტე, სნუპის ერთ-ერთი ცნობილი ტრეკის, “Drop it like it’s hot” ბითბოქსი გამეკეთებინა, რადგან ხშირად ვუსმენდი. “თუთორიალებს” იუთუბზე ვუყურებდი და ნელ-ნელა ვისწავლე. ძალიან მესიამოვნა, რომ გამომივიდა ინსტრუმენტალური ნაწილი და მომინდა, ლირიკულადაც მეცადა. უბრალოდ ვიმეორებდი ტექსტს, რომელსაც “გუგლიდან” ვკითხულობდი და ორიგინალ ჩანაწერს ვამთხვევდი. რამდენიმე მცდელობაზე მივხვდი, რომ რეჩიტატივის წაკითხვა ძალიან მესიამოვნა და ამ დღის მერე ხან ემინემის “ქავერებს” ვაკეთებდი, ხან Biggie-ს.
დაახლოებით, 2 თუ 3 წელი ინგლისურ “ქავერებს” ვაგრძელებდი, დროდადრო ჩემს პირად Facebook გვერდზე ვდებდი და გამოხმაურებაც დადებითი იყო. საბოლოოდ, 2014 წელს, გამოვუშვი ჩემი პირველი ქართული ტრეკი სახელად - “სჯობს უკეთესად მიცნობდე”. ამავე წელს, ერთი-ორი ტრეკიც დავდე და ასე გავაგრძელე ქართულ ჰიპ ჰოპში თავის დამკვიდრება. ვერ ვიტყვი, რომ განსაკუთრებული პოპულარობით გამოვირჩეოდი. მითუმეტეს, იმ პერიოდში, როცა ქართული ჰიპ ჰოპი ნელ-ნელა, ეტაპობრივად ვითარდებოდა, თუმცა მდედრობითი სქესის წარმომადგენლებით არასდროს ვყოფილვართ განებივრებულები. ახლა უკვე დიდი პროგრესი მაქვს და ვამაყობ ჩემი შრომისმოყვარეობითა და ამ კულტურისადმი სიყვარულით. განაგრძეთ კითხვა