ტირამისუ ხიზილალით, ოქროს საათები სტუმრებისთვის, ყვავილებით მორთული დარბაზები და კაბები ბრილიანტებით - საუკუნის ქორწილი გრანდიოზულად დასრულდა - მშობლები

ტირამისუ ხიზილალით, ოქროს საათები სტუმრებისთვის, ყვავილებით მორთული დარბაზები და კაბები ბრილიანტებით - საუკუნის ქორწილი გრანდიოზულად დასრულდა

2024-07-16 11:00:54+04:00

დღემდე მსოფლიოში ყველაზე ძვირად ღირებულ ქორწილად პრინცესა დიანასა და პრინცი ჩარლზის ქორწილი ითვლებოდა. როგორც ცნობილია, წლების წინ მათი საქორწინო ცერემონიისათვის 110 მილიონი დოლარი დაიხარჯა. თუმცა, ინდოელი მილიარდერების ქორწილმა, რომელსაც რამდენიმეთვიანი წინასაქორწინო ღონისძიებები უძღოდა, ყველა რეკორდი მოხსნა.

1-1721113402.jpg

29 წლის ანანტ ამბანიმ, აზიის უმდიდრესი ადამიანის, მილიარდერ მუკეშ ამბანის ვაჟმა და ასევე მილიარდერ ვირენ მერჩანტის ქალიშვილმა, 29 წლის რედიკა მერჩანტმა ოფიციალურად იქორწინეს. ქორწილის საბოლოო ეტაპი 3 დღის განმავლობაში გაგრძელდა და 600 მილიონი დოლარი დაჯდა...

ცერემონიას არაერთი ვარსკვლავი და ცნობილი ადამიანი დაესწრო. მათ შორის არიან: კიმ და ქლოე კარდაშიანები, ბორის ჯონსონი, ტონი ბლერი, მაიკ ტაისონი, დევიდ ბექჰემი, ადელი, პრიანკა ჩოპრა და ჰოლივუდისა და ბოლოვუდის სხვა ასობით ვარსკვლავი.

22-1721113446.jpg

დარბაზი 100 ათასზე მეტი ახალი ყვავილით იყო მორთული. ამავდროულად, დიზაინერებმა ყვავილებისაგან სხვადასხვა ცხოველის ფიგურა დაამზადეს და განათავსეს. ქორწილის მესამე დღეს კი სტუმრებს, სხვა ასობით მრავალფეროვან კერძთან ერთად, შავი ხიზილალიანი ტირამისუთი გაუმასპინძლდნენ.

3-1721113461.jpg

ცერემონიას საკუთარი დრეს-კოდი ჰქონდა და მოწვეული სტუმრებიც ინდურ, ტრადიციულ სამოსში იყვნენ გამოწყობილნი. სიძისა და პატარძლის სამოსზე საკმაოდ დიდი თანხა დაიხარჯა. მეტიც, როგორც ადგილობრივმა გამოცემებმა დაწერეს, პატარძლის კაბაზე არსებული მხოლოდ ერთი ზურმუხტით ერთ ინდურ შტატს მთლიანად გამოკვებავდნენ... ერთ-ერთ დღეს ანანტმა შავი სარი მოირგო, რომელიც ოქროს დეტალებით იყო გაფორმებული. პატარძალი კი Dolce & Gabbana-ს კორსეტიანი ძვირად ღირებული კაბით წარდგა.

4-1721113471.jpg

აღსანიშნავია, რომ ინდოეთის უმდიდრესმა მოქალაქემ, მუკეშ ამბანმა, რამდენიმე წლის წინ ქალიშვილის ქორწილისთვის 100 მილიონი დოლარი დახარჯა.

ძვირად ღირებული სამოსი ეცვა ნიტა ამბანსაც, ანანტის დედას, რომელიც კაშის არქიტექტურითა და ტაძრებით იყო შთაგონებული. ზურმუხტებით გაფორმებულ ზედა ტანზე კი შვილებისა და შვილიშვილების სახელები იყო ამოქარგული.

6-1721113484.jpg

ამბანის ოჯახი 123,9 მილიარდი დოლარის ქონებას ფლობს. ისინი არა მხოლოდ მატერიალური შესაძლებლობებით, არამედ სტუმართმოყვარეობითაც გამოირჩევიან. არც ეს საღამო ყოფილა გამონაკლისი. კვირას საქორწინო ცერემონიას 14 000 სტუმარი დაესწრო.

მესამე, ქორწილის დასკვნით დღეს კი, მოწვეულ სტუმართა შორის ჰოლივუდისა და ბოლივუდის ვარსკვლავები ესწრებოდნენ. კარდაშიანებმა აღფრთოვანება ვერ დამალეს და დაწერეს, რომ ინდური სტუმართმოყვარეობით გაოცებულნი არიან.

9-1721113499.jpg

დღესასწაულის კულმინაცია იყო ტრადიციული ბარაატი - საქმროს საქორწინო მსვლელობა. ანანტი ცხენით Jio World Centre-მდე მივიდა, სადაც მას ორივე ოჯახის უხუცესი წევრები დახვდნენ.

7-1721113512.jpg

გირლანდების გაცვლის მთავარი ცერემონია, რომელიც ერთმანეთის მიღებისა და სიყვარულის სიმბოლოა, ახლობლებისა და მეგობრების თანდასწრებით გაიმართა. ქორწილის მთავარი საღამოსთვის რადიკამ Abu Jani-სა და Sandeep Khosla-ს ექსკლუზიური კაბა მოირგო.

13-1721113528.jpg

"დიდი ხანია, ერთმანეთის მეგობრები და მესაიდუმლეები ვართ და ახლა, როგორც დაქორწინებული წყვილი, ახალ მოგზაურობას ვიწყებთ. მოუთმენლად ველოდები იმ მშვენიერ დღეებს, რომლებიც წინ გველოდება." - თქვა პატარძალმა საქორწინო ცერემონიაზე და ცრემლების შეკავებაც გაუჭირდა.

აღსანიშნავია, რომ ღონისძიების მომზადებისას განსაკუთრებული ყურადღება მენიუს დაეთმო: ქორწილში მსოფლიოს 25-ზე მეტი წამყვანი შეფ-მზარეული და დამხმარეების უზარმაზარი გუნდი შეიკრიბა. 75 სახის საუზმე, 225 სახის სადილი და 275 სახის ვახშამი მომზადდა და სტუმრებს საკმაოდ მრავალფეროვანი არჩევანი ჰქონდათ.

10-1721113553.jpg

ყველა ხარჯი ამბანის ოჯახმა დაფარა. მოწვეული სტუმრებისათვის კი უსაფრთხოების განსაკუთრებული ზომები მიიღეს, რომ მათ თავი მშვიდად ეგრძნოთ და ქორწილთ დამტკბარიყვნენ. მეტიც, სტუმრები უხვად დააჯილდოვეს და ოქროს საათები გადასცეს.

5-1721113564.jpg

ანანტის მამა - მუკეშ ამბანი მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანების სიაში მე-11 ადგილზეა, აზიაში კი ყველაზე მდიდარი ადამიანია. ანანტი მამის კუთვნილი ერთ-ერთი უდიდესი კომპანიის მმართველია. ასევე მამის კუთვნილი ფარმაცევტული ფირმის დირექტორთა საბჭოს წევრია პატარძალი - რადიკა მერჩანტი. თუმცა მუკეშ ამბანის დინასტია ბევრად ძლევამოსილია. მუკეშის შესახებ რამდენიმე წლის წინ გაიგო მსოფლიომ, როცა საკუთარი ოჯახისთვის ყველაზე მაღალი, კერძო ცათამბჯენი ააშენა.

14-1721113576.jpg

ანანტიმ ჯერ კიდევ შარშან იანვარში სთხოვა ხელი საცოლეს, საქორწილო ამბები კი გაზაფხულზე დაიწყო. სიძის შესახებ ისიც არის ცნობილი, რომ ბავშვობიდან გატაცებულია ეკოლოგიური თემებით, ბუნების დაცვით და განსაკუთრებულად უყვარს ცხოველები. მთელ ინდოეთში იცავს სპილოებს და ჯამნაგარში ცენტრიც ააშენა ველური სპილოების დასაცავად. ცხოველების სიყვარულს საიუველირო სამკაულების სახითაც გამოხატავს და ხშირად უკეთია გულსაბნევები ცხოველების გამოსახულებით. ასევე გატაცებულია საათების შეგროვებით და იშვიათი კოლექცია აქვს. მაგალითად, მის კოლექციაშია Richard Mille RM56-02-ის საათი, რომელიც 2,5 მლნ დოლარი ღირს.

99-1721113773..jpg

f9e690a2960c7be3fbf85149054de9e7-1721114295.jpg

f7570a625964f4d556453635d8e575eb-1721114295.jpg