15 ივლისს, ბათუმში მომხდარ მკვლელობასთან დაკავშირებით კიდევ ერთი ვერსია ვრცელდება. გავრცელებული ინფორმაციით, 27 წლისარჩილ წუწუნავაშეყვარებულის თვალწინ მოკლეს. “კურიერის“ ინფორმაციით, “მოკლული აგრესიული მამაკაცისგან შეყვარებულის დაცვას ცდილობდა.მანამდე თავდამსხმელი ქუჩაში გამვლელებს აგინებდა, შეურაცხყოფას აყენებდა გარდაცვლილის შეყვარებულსაც“.
27 წლის არჩილ წუწუნავას სასიკვდილო ჭრილობები გვიან ღამით, ერთ-ერთი კაფის წინ მიაყენეს. დაკავებული 29 წლისრევაზ ცეცხლაძეა.
მკვლელობის მოტივთან დაკავშირებით კიდევ ერთი ვერსია ვრცელდება - შესაძლოა, ეს მუსიკის ხმამაღლა მოსმენას უკავშირდებოდეს.
როგორც “ტვ პირველთან“ საუბარში ადგილობრივები ჰყვებიან, სავარაუდო დამნაშავე გვიან ღამით, რესტორნის ტერიტორიაზე მუსიკას ხმამაღლა უსმენდა. ამან ადგილობრივების გაღიზიანება გამოიწვია. გარდაცვლილი მამაკაცი მასთან მივიდა და სთხოვა, რომ მუსიკისთვის დაეწია, რასაც დაპირისპირება მოჰყვა. განაგრძეთ კითხვა